1. ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოების მიერ დადგენილ ან დამტკიცებულ ნებისმიერ სხვა ადგილას ჩამოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს წარდგენილი საბაჟოზე ან თავისუფალ ზონაში, შემდეგი პირებიდან ერთ-ერთის მიერ:

(a) ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის მიერ;

(b) ამ ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი პირის სახელით მოქმედი პირის მიერ;

(c) საქონლის გადატანის ვალდებულების ამღები პირის მიერ მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე იქნა შემოტანილი.

2. საზღვაო ან საჰაერო გზით ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი და იმავე ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალების ბაქანზე დარჩენილი ტვირთი წარდგენილ უნდა იქნეს საბაჟოზე მხოლოდ პორტში ან აეროპორტში, სადაც ხდება მისი გადმოტვირთვა ან ტრანსგადაზიდვა; თუმცა ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომლის გადმოტვირთვაც ან ხელახლა დატვირთვაც მგზავრობისას ხდება იმავე სატრანსპორტო საშუალებიდან ან საშუალებაზე, რათა შესაძლებელი გახდეს სხვა საქონლის გადმოტვირთვა ან დატვირთვა, არ უნდა იქნეს საბაჟოზე წარდგენილი იმავე პორტში ან აეროპორტში.

3. 1-ლი პუნქტით განსაზღვრული პირის ვალდებულებების მიუხედავად, საქონლის წარდგენა, მის ნაცვლად, შეიძლება მოხდეს შემდეგ პირთაგან ერთ-ერთის მიერ:

(a) ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც საქონელს მაშინვე ატარებს სასაქონლო ოპერაციაში;

(b) სასაწყობე სათავსების მუშაობის ავტორიზაციის მქონე პირის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც თავისუფალ ზონებში ახორციელებს ქმედებებს.

4. საქონლის წარმდგენმა პირმა უნდა გააკეთოს მითითება საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციაში ან 130-ე მუხლში მითითებულ შემთხვევებში, საბაჟო დეკლერაციაში ან საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაციაში, რომელიც წარდგენილ იქნა საქონელთან მიმართებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება.

5. თუ ევროკავშირის საქონლის სტატუსის არმქონე საქონელი, არ არის დაფარული საქონლის საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დეკლარაცით, და გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება იხსნება, 127(4)-ე მუხლში მითითებულ პირთაგან ერთ-ერთმა, 127(6)-ე მუხლის დაცვით, დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ასეთი დეკლარაცია ან, მის ნაცვლად, უნდა წარადგინოს საბაჟო ან საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის დეკლარაცია.

6. 1-ლი პუნქტი არ უნდა გამორიცხავდეს საგანგებო წესების გამოყენებას სასაზღვრო ზონებში ან მილებითა და სადენებით ტრანსპორტირებულ საქონელთან და ასევე უმნიშვნელო ეკონომიკური მნიშვნელობის საქონლის, როგორებიცაა წერილები, ღია ბარათები, ბეჭდვითი მასალები და მათი ელექტრონული ეკვივალენტები, გადაზიდვისთან ან მოგზაურთა მიერ გადატანილ საქონელთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ზედამხედველობის და კონტროლის პროცედურებს საფრთხე არ ექმნება.

7. საბაჟოზე წარდგენილი საქონელი, საბაჟო ორგანოების ნებართვის გარეშე, არ უნდა იქნეს წაღებული იმ ადგილიდან, სადაც მოხდა მათი წარდგენ