1. პრინციპი

1.1. უფასო გადაგზავნის კონკრეტული შემთხვევები გათვალისწინებულია კონვენციასა და ხელშეკრულებებში.

2. სასამსახურო მიმოწერა.

2.1. საფოსტო ადმინისტრაციების ან მისი დაწესებულებების მიერ გაგზავნილი სასამსახურო მიმოწერის წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ანაკრებებისაგან.

2.2. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, რომლებიც ეხება სასამსახურო მიმოწერას, გარდა დამატებითი ავიატარიფებისა, გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ტარიფებისაგან:

2.2.1. რომლებიც იცვლება მსოფლიო საფოსტო კავშირის და რეგიონალური კავშირების ორგანოებს შორის;

2.2.2. რომლებიც იცვლება ამ კავშირების ორგანოებს შორის;

2.2.3. რომლებიც ეგზავნებათ მოცემული ორგანოების მიერ საფოსტო ადმინისტრაციებს ან მათ დაწესებულებებს.

3. სამხედრო ტყვეები და ინტერნირებული სამოქალაქო პირები

3.1. გარდა დამატებითი ავიატარიფებისა, წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები, საფოსტო ამანათები და საფოსტო ფინანსური სამსახურების გზავნილებები, რომლებიც დამისამართებულნი არიან სამხედრო ტყვეების მიმართ ან ეგზავნებათ უშუალოდ მათ, ან რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებების შუამავლობით, გათავისუფლებული არიან ყველა საფოსტო ტარიფებისაგან. პირები, რომლებიც ეკუთვნიან მეომარ მხარეს, არიან მიღებულნი ან ინტერნირებულნი ნეიტრალურ ქვეყანაში, ზემოთ აღნიშნული დებულების თანახმად გათანაბრებულნი არიან სამხედრო ტყვეებთან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

3. 2. დებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია § 3. 1. , ასევე მართებულია სხვა ქვეყნებიდან ან რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი იმ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების, საფოსტო ამანათების და საფოსტო ფინანსური მომსახურების გზავნილებების მიმართ, რომლებიც დამისამართებულია სამოქალაქო ინტერნირებული პირებისადმი, რაც გათვალისწინებულია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციაში ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ.

3. 3. რეგლამენტით გათვალისწინებული დაწესებულებები, ისევე როგორც § 3. 1 და 3. 2 აღნიშნული პირები, სარგებლობენ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებების, საფოსტო ამანათების და საფოსტო ფინანსური სამსახურების გზავნილებების უფასოდ გადაგზავნის უფლებით, მიუხედავად იმისა, აგზავნიან თუ იღებენ მათ უშუალოდ ან როგორც შუამავლები.

3. 4. ფოსტით უფასოდ გადასაგზავნად დაიშვება 5 კგ-მდე წონის ამანათები. ზღვრული წონა იზრდება 10 კგ-მდე იმ გზავნილებებისათვის, რომელთა შიგთავსის გაყოფა შეუძლებელია და აგრეთვე იმ გზავნილებებისათვის, რომლებიც დამისამართებულია ერთ ბანაკისათვის ან მათი ნდობით აღჭურვილი პირის მიმართ შემდგომში ტყვეებს შორის გასანაწილებლად.

4. სეკოგრამები

4. 1. სეკოგრამები გათავისუფლებულია ყველა საფოსტო ანაკრებისაგან გარდა დამატებითი ავიატარიფებისა.

ნაწილი მეორე

დებულებები წერილობითი კორესპონდენციის შესახებ: მომსახურების შეთავაზება

თავი 1–მომსახურების ძირითადი სახეე