1. ტრანზიტის თავისუფლების პირობები მოყვანილია წესდების პირველ მუხლში. ამ პრინციპის მიხედვით, თითოეული საფოსტო ადმინისტრაცია ვალდებულია სხვა ადმინისტრაციის მიერ ღია ტრანზიტით გადმოგზავნილი დახურული დეპეშები და წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ყოველთვის გაგზავნოს რაც შეიძლება ჩქარი გზებით და ისეთივე საიმედო საშუალებებით, რომელთაც იყენებს საკუთარი გზავნილებების გასაგზავნად.

2. წევრი-ქვეყნები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ბიოლოგიური მალფუჭებადი ან რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი წერილების გაცვლაში, უფლებამოსილნი არიან არ დაუშვან ასეთი გზავნილებების თავის ტერიტორიაზე ღია ტრანზიტით გაგზავნა. ეს ეხება წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებსაც, გარდა წერილებისა, საფოსტო ბარათებისა და სეკოგრამებისა, რომელთა მიმართ საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც რეგლამენტირებას უკეთებენ მათ გამოცემას ან ცირკულირებას გადამკვეთ ქვეყანაში, არასაკმარისია.

3. სახმელეთო ან საზღვაო გზებით გაგზავნილი საფოსტო ამანათების ტრანზიტის თავისუფლება შემოიფარგლება ამ სამსახურში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიით.

4. ავიაამანათების ტრანზიტის თავისუფლება გარანტირებულია კავშირის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ წევრი-ქვეყნები, რომელთაც არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას საფოსტო ამანათების შესახებ, არ არიან ვალდებულნი მიიღონ მონაწილეობა ავიაამანათების სახმელეთო გზით გაგზავნაში.

5. თუ რომელიმე წევრი-ქვეყანა არ იცავს ტრანზიტის თავისუფლების პირობებს, სხვა წევრ-ქვეყნებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ამ ქვეყანასთან საფოსტო კავშირ