1. წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები კლასიფიცირდება არსებული ორი სისტემიდან ერთ-ერთის მიხედვით. ყოველი საფოსტო ადმინისტრაცია თავისუფალია აირჩიოს სისტემა, რომელსაც იგი იყენებს თავისი გამავალი ცვლის დროს.

2. პირველი სისტემა დამყარებულია გზავნილებების დამუშავების სიჩქარეზე. ამ შემთხვევაში ისინი იყოფიან:

2.1. პრიორიტეტულ გზავნილებებად: გზავნილებები, რომლებიც გადაიგზავნება პრიორიტეტული რიგით, ყველაზე სწრაფი გზით (საჰაერო ან სახმელეთო);წონის ზღვრული ნორმა:ჩვეულებრივ 2კგ; 5კგ ისეთი გზავნილებებისათვის, რომლებიც შეიცავენ წიგნებს და ბროშურებს (ფაკულტატიური სამსახური) და 7კგ სეკროგრამებისათვის;

2.2. არაპრიორიტეტული გზავნილებები: გზავნილებები, რომელთათვის გამგზავნმა აირჩია უფრო დაბალი ტარიფი, რაც იწვევს ჩაბარების უფრო ხანგრძლივ ვადას, წონის ზღვრული ნორმები იდენტურია 2. 1 აღნიშნულისა.

3. მეორე სისტემა დამყარებულია გზავნილებების შიგთავსზე. ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელნი იყოფიან:

3.1. წერილებად და საფოსტო ბარათებად, რომელთაც უწოდებენ ,,LC’’; წონის ზღვრული ნორმა 2კგ.

3.2. ბეჭდვით გამოცემებად, სეკოგრამებად და მცირე პაკეტებად, რომელთაც უწოდებენ ,,AO’’-ს. მათი წონის ზღვრული ნორმაა: 2კგ მცირე პაკეტებისათვის, 5კგ ბეჭდვითი გამოცემებისათვის და 7კგ სეკროგრამებისათვის.

4. შიგთავსის მიხედვით კლასიფიკაციის სისტემაში გზავნილებს უწოდებენ:

4.1. ,,ავიაგზავნილებებს’’ იმ წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებებს, რომელთაც აქვთ პრიორიტეტი საჰაერო გზით გადაგზავნის დროს;

4.2. ,,S. A. L. გზავნილებებს’’ იმ სახმელეთო გზავნილებებს, რომლებიც იგზავნება საჰაერო გზით დადაბლებული პრიორიტეტით.

5. თითოეული ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაუშვას პრიორიტეული და ავიაგზავნილებები, რომლებიც შედგება შესაბამისად დაკეცილი და ყველა მხრიდან დაწებებული ერთი ფურცლისაგან. ასეთ გზავნილებას უწოდებენ ,,აეროგრამებს’’.

6. ფოსტას, რომლის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით წერილობითი კორესპონდენციის გზავნილებები ერთი და იმავე გამგზავნისაგან და რომლებიც მიიღება ერთი და ცალკეული დეპეშებით, რეგლამენტში მოყვანილი პირობების თანახმად ეწოდება ,,ფოსტა დიდი რაოდენობით’’.

7. სპეციალურ ტომრებს, რომლებიც იგზავნება ერთი და იმავე მიმღების მისამართით, ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე და რომლებიც შეიცავენ გაზეთებს, პერიოდულ გამოცემებს, წიგნებს და სხვა ბეჭდვით გამოცემებს, ორივე სისტემაში ეწოდება ,,M’’ტომარა; წონის ზღვრული ნორმა 39კგ.

8. ზომების ზღვარი და გზავნილებების მიღების პირობები, ისევე როგორც წონის ზღვრული ნორმები განისაზღვრება რეგლამენტი