1. კავშირის აქტების თანახმად, მხოლოდ საფოსტო ადმინისტრაციები უშვებენ საფოსტო მარკებს, რომლებიც ადასტურებენ ანაზღაურებას. საფოსტო გადახდის ნიშნები, ფრანკირების მანქანების ანაბეჭდები და ტიპოგრაფიული ანაბეჭდები ან ანაბეჭდები მიღებული დაშტემპელების სხვა ხერხით, კონვენციის საშემსრულებლო რეგლამენტის დებულების თანახმად შეიძლება გამოყენებულ იქნენ მხოლოდ საფოსტო ადმინისტრაციის ნებართვით.
2. საფოსტო მარკების თემა და სიუჟეტი უნდა პასუხობდეს მსოფლიო საფოსტო კავშირის წესდების პრეამბულას და კავშირის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებ