თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა დანიშნოს ერთი ან მეტი მარეგულირებელი ორგანო საფოსტო სექტორისთვის, რომლებიც იურიდიულად განცალკევებული და ოპერაციულად დამოუკიდებელია საფოსტო ოპერატორებისაგან.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ კომისიას, თუ რომელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო დანიშნეს ამ დირექტივიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად.
ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებული ამოცანაა, უზრუნველყონ ამ დირექტივიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება. მათ შეიძლება ასევე დაეკისროთ საფოსტო სექტორში კონკურენციის წესების დაცვის უზრუნველყოფა.
დასკვნითი დებულებები