1. ეს დირექტივა ხელს არ უშლის რომელიმე წევრ სახელმწიფოს შეინარჩუნოს ან შემოიღოს უფრო ლიბერალური ზომები, ვიდრე ამ დირექტივით გათვალისწინებული ზომებია. ასეთი ზომები უნდა შეესაბამებოდეს დამფუძნებელ ხელშეკრულებას.

2. ამ დირექტივის გაუქმების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოების მიერ მისი განხორციელების მიზნით მიღებული ზომები შეიძლება შენარჩუნდეს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი შეესაბამება დამფუძნებელ ხელშეკრულებას.