კომისიის წარმომადგენელი კომიტეტს წარუდგენს განსახორციელებელი ღონისძიებების პროექტს. კომიტეტი პროექტზე თავის მოსაზრებას წარადგენს ვადებში, რომლებიც თავმჯდომარემ შეიძლება დაადგინოს ამ საკითხის გადაუდებლობის შესაბამისად. მოსაზრება უნდა გამოთქვას ხელშეკრულების 148(2)-ე მუხლით განსაზღვრულმა უმრავლესობამ იმ გადაწყვეტილებების შემთხვევაში, რომელთა მიღებასაც საბჭო ახდენს კომისიის წინადადებით. წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების ხმები კომიტეტში აიწონება ამ მუხლით განსაზღვრული წესით. თავმჯდომარე ხმას არ აძლევს.

კომისია მიიღებს გათვალისწინებულ ზომებს, თუ ისინი შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას.

თუ გათვალისწინებული ზომები არ შეესაბამება კომიტეტის მოსაზრებას, ან მოსაზრება არ არის გამოთქმული, კომისია დაუყოვნებლივ წარუდგენს საბჭოს წინადადებას გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით.

საბჭო იმოქმედებს კვალიფიციური უმრავლესობით.

თუ საბჭოსთვის მიმართვიდან სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება, შემოთავაზებულ ზომებს მიიღებს კომისია.

თავი 9

ეროვნული მარეგულირებელი ორგა