წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რომ ეს პროცედურები იძლეოდეს დავების სამართლიანად და სწრაფად მოგვარების საშუალებას და საჭიროებისამებრ უზრუნველყონ ანაზღაურებისა და / ან კომპენსაციის სისტემა.

ეროვნული და ევროგაერთიანების კანონმდებლობით გასაჩივრების სხვა შესაძლებლობებისადმი ზიანის მიუყენებლად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც მოქმედებენ ინდივიდუალურად ან, თუ ეს ნებადართულია ეროვნული კანონმდებლობით, ერთობლივად იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მომხმარებლების ინტერესებს წარმოადგენენ, შესძლონ უფლებამოსილ ეროვნულ ორგანოს წარუდგინონ საქმეები, როდესაც მომხმარებლების საჩივრები უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიმართ არ იქნა დაკმაყოფილებული.

მე-16 მუხლის შესაბამისად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა, თავიანთი საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ ანგარიშთან ერთად, გამოაქვეყნონ ინფორმაცია საჩივრების რაოდენობისა და მათი განხილვის წესის შესახებ.

თავი 7

ტექნიკური სტანდარტების ჰარმონიზაც