2. მე-3 მუხლში განსაზღვრული უნივერსალური მომსახურების მოქმედების სფეროში მოქცეული დაუჯავშნავი სერვისებისთვის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შემოიღონ ავტორიზაციის პროცედურები, ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების ჩათვლით, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ძირითადი მოთხოვნების გარანტირებულად დაკმაყოფილებისთვის და უნივერსალური მომსახურების დაცვისთვის.
ავტორიზაციის გაცემა:
- საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებროს უნივერსალური მომსახურების ვალდებულებებს,- საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის გასაცემად შეიძლება დაწესდეს მოთხოვნები შესაბამისი მომსახურების ხარისხთან, ხელმისაწვდომობასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით,- დაექვემდებაროს ვალდებულებას, არ დაირღვეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის(ებისთვის) მე-7(1) და (2) მუხლის შესაბამისად დაჯავშნული საფოსტო მომსახურებისთვის მინიჭებული განსაკუთრებული ან სპეციალური უფლებები.
3. 1-ელ და მე-2 პუნქტებში აღწერილი პროცედურები გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული, პროპორციული უნდა იყოს და ემყარებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ავტორიზაციაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის მიზეზები ეცნობოს განმცხადებელს და დადგენილი იყოს გასაჩივრების პროცედურა.
4. საყოველთაო მომსახურების დაცვის გარანტირებისთვის, როდესაც წევრი სახელმწიფო განსაზღვრავს, რომ ამ დირექტივით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები უსამართლო ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მას შეუძლია შექმნას საკომპენსაციო ფონდი, რომელსაც ამ მიზნით მართავს ბენეფიციარის ან ბენეფიციარებისგან დამოუკიდებელი ორგანო. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუქვემდებაროს ავტორიზაციის მინიჭება ამ ფონდში სათანადო თანხის შეტანის ვალდებულებას. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამჭვირვალობის, დისკრიმინაციაზე უარის თქმისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვა საკომპენსაციო ფონდის შექმნისა და ფინანსური შენატანების დონის დაწესებისას. ამ გზით შეიძლება დაფინანსდეს მხოლოდ მე-3 მუხლით განსაზღვრული მომსახურება.
5. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ საიდენტიფიკაციო სისტემა პირდაპირი ფოსტისთვის, რაც მათ ასეთი მომსახურებების ზედამხედველობის საშუალებას მისცემს, როდესაც მათი ლიბერალიზება მოხდებ