წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელმა(ებმა) მომხმარებლებს რეგულარულად მიაწოდოს საკმარისად დეტალური და განახლებული ინფორმაცია, კერძოდ შეთავაზებული უნივერსალური მომსახურების მახასიათებლების შესახებ, სადაც საგანგებოდ იქნება მითითებული მათზე წვდომის ზოგადი პირობები, ასევე ფასები და ხარისხის სტანდარტული დონეები. ეს ინფორმაცია სათანადო წესით უნდა გამოქვეყნდეს.

წევრმა სახელმწიფოებმა ამ დირექტივის ძალაში შესვლის დღიდან 12 თვის განმავლობაში უნდა აცნობონ კომისიას, თუ როგორ ხდება ინფორმაციის გამოქვეყნება პირველი ქვეაბზაცის შესაბამისად. ნებისმიერი მომდევნო ცვლილების შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს რაც შეიძლება მალე.

თავი 3

მომსახურებების ჰარმონიზაცია, რომლებიც შეიძლება დაიჯავშნოს