1. საფოსტო მომსახურება: მომსახურება, რომელიც მოიცავს საფოსტო გზავნილების შეგროვებას, დახარისხებას, ტრანსპორტირებას და მიწოდებას;

2. საზოგადოებრივი საფოსტო ქსელი: ორგანიზაციული სისტემა და ყველანაირი რესურსი, რომელსაც იყენებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი(ები), კერძოდ:

- უნივერსალური მომსახურების ვალდებულებით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილების შეგროვება წვდომის წერტილიდან და მთელ ტერიტორიაზე;

- აღნიშნული გზავნილების მარშრუტიზაცია და მართვა საფოსტო ქსელის წვდომის წერტილიდან სადისტრიბუციო ცენტრამდე,-გზავნილებზე მითითებულ მისამართებზე დისტრიბუცია;

3. წვდომის წერტილები: ფიზიკური ობიექტები, საზოგადოებრივი სარგებლობის გზატკეცილზე ან უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის შენობაში განთავსებული საფოსტო ყუთების ჩათვლით, სადაც მომხმარებელს შეუძლია საფოსტო გზავნილების ჩაბარება საერთო საფოსტო ქსელში;

4. შეგროვება: წვდომის წერტილებში განთავსებული საფოსტო გზავნილების შეგროვების ოპერაცია;

5. დისტრიბუცია: პროცესი, რომელიც მოიცავს სადისტრიბუციო ცენტრში დახარისხებას და საფოსტო გზავნილების ადრესატებისათვის მიწოდებას;

6. საფოსტო გზავნილი: გზავნილი საბოლოო სახით, რა ფორმითაც უნდა მოხდეს მისი ტრანსპორტირება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ. კორესპონდენციის გარდა, ასეთ გზავნილებში ასევე შედის, მაგალითად, წიგნები, კატალოგები, გაზეთები, პერიოდული გამოცემები და საფოსტო შეფუთვები, რომლებიც შეიცავს კომერციული ღირებულების მქონე ან არაკომერციულ საქონელს;

7. კორესპონდენცია: წერილობითი ფორმით კომუნიკაცია ნებისმიერი სახის ფიზიკურ საშუალებაზე, რომელიც უნდა გაიგზავნოს და მიეწოდოს გამგზავნის მიერ გზავნილზე ან მის შეფუთვაზე მითითებულ მისამართზე. წიგნები, კატალოგები, გაზეთები და პერიოდული გამოცემები არ განიხილება როგორც კორესპონდენცია;

8. პირდაპირი საფოსტო გზავნილი: კორესპონდენცია, რომელიც შედგება მხოლოდ სარეკლამო, მარკეტინგული ან სარეკლამო-საინფორმაციო მასალისგან და შეიცავს იდენტურ შეტყობინებას, ადრესატის სახელის, მისამართის და საიდენტიფიკაციო ნომრის გარდა , აგრეთვე სხვა სახის ცვლილებებს, რომლებიც არ ცვლის შეტყობინების ხასიათს, ეგზავნება ადრესატების მნიშვნელოვან რაოდენობას და უნდა იქნეს გადაცემული და მიტანილი გამგზავნის მიერ გზავნილზე ან მის შეფუთვაზე მითითებულ მისამართზე. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო განმარტავს ტერმინს „ადრესატების მნიშვნელოვანი რაოდენობა“ თითოეულ წევრ სახელმწიფოში და აქვეყნებს შესაბამის განმარტებას. ქვითრები, ანგარიშფაქტურები, ფინანსური ანგარიშგებები და სხვა განსხვავებული შეტყობინებები არ განიხილება როგორც პირდაპირი საფოსტო გზავნილი. კომუნიკაცია, რომელიც აერთიანებს პირდაპირ საფოსტო გზავნილს და სხვა გზავნილებს ერთსა და იმავე შეფუთვაში, არ ჩაითვლება პირდაპირ საფოსტო გზავნილად. პირდაპირი საფოსტო გზავნილი მოიცავს როგორც ტრანსსასაზღვრო, ასევე შიდა პირდაპირ საფოსტო გზავნილებს;

9. რეგისტრირებული გზავნილი: მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებული განაკვეთის გარანტიას დანაკარგის, ქურდობის ან დაზიანების რისკისგან დასაცავად და მოთხოვნის შემთხვევაში გამგზავნს აწვდის ადრესატისთვის საფოსტო გზავნილის ჩაბარების და/ან მიწოდების მტკიცებულებას;

10.  დაზღვეული გზავნილი: საფოსტო გზავნილის დაზღვევის მომსახურება გამგზავნის მიერ დეკლარირებული ღირებულების მოცულობით დაკარგვის, ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში;

11. ტრანსსასაზღვრო ფოსტა; ფოსტა სხვა წევრი სახელმწიფოდან /წევრი სახელმწიფოსთვის ან მესამე ქვეყნიდან/ მესამე ქვეყნისთვის;

12. დოკუმენტების გაცვლა: მესამე მხარის მიერ საშუალებების მიწოდება, მათ შორის, დროებითი შენობების, აგრეთვე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რაც თვით-მიწოდების საშუალებას იძლევა ამ სერვისის მომხმარებლებს შორის საფოსტო გზავნილების ურთიერთგაცვლის გზით.

13. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი: საჯარო ან კერძო პირი, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას ან მის ნაწილებს წევრ სახელმწიფოში, რომლის ვინაობა ეცნობება კომისიას მე-4 მუხლის შესაბამისად;

14. ავტორიზაცია: ნიშნავს ნებისმიერ ნებართვას, რომელიც განსაზღვრავს საფოსტო სექტორის სპეციფიკურ უფლებებსა და მოვალეობებს და საშუალებას აძლევს საწარმოებს უზრუნველყონ საფოსტო მომსახურებები და, საჭიროების შემთხვევაში, შექმნან ან/და მართონ საფოსტო ქსელები ამგვარი მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქვემოთ მოცემული "ზოგადი ავტორიზაციის" ან "ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის" ფორმით:

- "ზოგადი ავტორიზაცია" ნიშნავს ნებართვას, განურჩევლად იმისა, რეგულირდება ის "კლასის ლიცენზიით" თუ ზოგადი კანონით და იმისდა მიუხედავად, საჭიროებს თუ არა ასეთი რეგულაცია რეგისტრაციის ან დეკლარაციის პროცედურების ჩატარებას; აღნიშნული ნებართვა არ მოითხოვს შესაბამისი საწარმოსგან, რომ ამ ავტორიზაციიდან გამომდინახე უფლებების განხორციელებამდე მიიღოს მკაფიო გადაწყვეტილება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსგან,- "ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია" ნიშნავს ნებართვას, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაიცემა და ანიჭებს საწარმოს სპეციფიკურ უფლებებს, ან უქვემდებარებს მის საქმიანობას სპეციფიკურ ვალდებულებებს, რომლებიც საჭიროებისამებრ ემატება ზოგად ავტორიზაციას, თუკი საწარმო არ არის უფლებამოსილი, გამოიყენოს აღნიშნული უფლებები მანამ, სანამ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას არ მიიღებს;

15. ტერმინალის გადასახადი: უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საზღაური შემომავალი ტრანსსასაზღვრო საფოსტო გზავნილების განაწილებისათვის, რომელიც მოიცავს საფოსტო გზავნილებს სხვა წევრი სახელმწიფოდან ან მესამე ქვეყნიდან;

16. გამგზავნი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საფოსტო გზავნილებს აგზავნის;

17. მომხმარებლები: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს უნივერსალური მომსახურების მიწოდებით როგორც გამგზავნი ან ადრესატი;

18. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო: ორგანო ან ორგანოები თითოეულ წევრ სახელმწიფოში, რომელსაც წევრი სახელმწიფო ანდობს, მათ შორის, მარეგულირებელ ფუნქციებს, მოქცეულს ამ დირექტივის მოქმედების სფეროში;

19. ძირითადი მოთხოვნები: ზოგადი არაეკონომიკური მიზეზები, რომლებმაც შეიძლება აიძულოს წევრი სახელმწიფო შექმნას პირობები საფოსტო მომსახურების მიწოდებისათვის. ეს მიზეზები მოიცავს კორესპონდენციის კონფიდენციალურობას, ქსელის უსაფრთხოებას სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს და, საჭიროებისამებრ, მონაცემთა დაცვას, გარემოს დაცვას და რეგიონალურ დაგეგმვას.

მონაცემთა დაცვა შეიძლება მოიცავდეს პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაცემული ან შენახული ინფორმაციის კონფიდენციალურობას და კონფიდენციალურობის დაცვას.

თავი 2

უნივერსალური მომსახურე