- ის უნდა სთავაზობდეს მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილებას,- ის უნდა სთავაზობდეს მომხმარებლებს იდენტურ მომსახურებას ანალოგიურ პირობებში,- ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის გარეშე, განსაკუთრებით პოლიტიკური, რელიგიური ან იდეოლოგიური მოსაზრებებიდან წარმოშობილი დისკრიმინაციის გარეშე,- ის არ უნდა შეწყდეს ან შეჩერდეს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ფორსმაჟორი,- ის უნდა განვითარდეს ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების შესაბამისად.

2. 1-ლი პუნქტის დებულებები არ გამორიცხავს ზომებს, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები საზოგადოებრივი ინტერესების მოთხოვნებთან დაკავშირებით იღებენ დამფუძნებელი ხელშეკრულების, კერძოდ, მისი 36-ე და 56-ე მუხლების შესაბამისად , მათ შორის, საზოგადოებრივ ზნეობასთან, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან, სისხლის სამართლის გამოძიების ჩათვლით, და საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირები