თავი 5

სატარიფო პრინციპები და ანგარიშების გამჭვირვალობა

მე-12 მუხლი

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტარიფები თითოეული იმ მომსახურებისათვის, რომელიც უნივერსალური მომსახურების ნაწილს წარმოადგენს, შეესაბამებოდეს შემდეგ პრინციპებს:

- ფასები უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ისეთი, რომ ყველა მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა შეთავაზებულ მომსახურებაზე.

- ფასები ხარჯებზე უნდა იყოს მორგებული; წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ტარიფის გამოყენების შესახებ მთელ მათ ეროვნულ ტერიტორიაზე,- ერთიანი ტარიფის გამოყენება არ გამორიცხავს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის(ების) უფლებას, ინდივიდუალური შეთანხმებები დადონ მომხმარებლებთან ფასების შესახებ,- ტარიფები უნდა იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ