1. წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით დელეგირებული აქტის მიღების შემდეგ, რომელიც ადგენს ეტიკეტირების კონკრეტულ მოთხოვნებს, კომისიამ რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის შესაბამისად, მითითებები იმ ჰარმონიზებულ სტანდარტებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ დელეგირებული აქტის გაზომვისა და გაანგარიშების შესაბამის მოთხოვნებს უნდა გამოაქვეყნოს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
2. იმ შემთხვევაში, როცა ეს ჰარმონიზებული სტანდარტები გამოიყენება პროდუქტის შესაბამისობის შეფასებისას, უნდა ჩაითვალოს, რომ მოდელი შეესაბამება დელეგირებული აქტის გაზომვისა და გაანგარიშების შესაბამის მოთხოვნებს.
3. ჰარმონიზებული სტანდარტების მიზანი უნდა იყოს რეალური გამოყენების იმიტირება იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, და ამასთან, გამოცდის სტანდარტული მეთოდის შენარჩუნება. გამოცდის მეთოდებში დამატებით უნდა გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი ხარჯები მრეწველობისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის.
4. ჰარმონიზებულ სტანდარტებში ჩართული გაზომვისა და გაანგარიშების მეთოდები უნდა იყონ საიმედო, ზუსტი და აღდგენადი, და მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან ჰარმონიზებულ