1. კომისიამ უნდა შეადგინოს და აწარმოოს პროდუქტის მონაცემთა ბაზა, რომელიც შედგება საჯარო ნაწილის, შესაბამისობის ნაწილის და ონლაინ პორტალისგან, რომელიც იძლევა წვდომას ამ ორ ნაწილზე.
პროდუქტის მონაცემთა ბაზამ არ უნდა ჩაანაცვლონ ან ცვლილება შეიტანონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების პასუხისმგებლობებში.
2. პროდუქტის მონაცემთა ბაზა ემსახურება შემდეგ მიზნებს:
(a) ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მხარდაჭერა წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით გათვალისწინებული მათი ამოცანების შესრულებისას, მათი განხორციელების ჩათვლით;
(b) საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ბაზარზე განთავსებული პროდუქტების და მათი ენერგო ეტიკეტების შესახებ და პროდუქტის საინფორმაციო ბარათების მიწოდება;
(c) კომისიისთვის ენერგო ეფექტიანობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტებისთვის, ენერგო ეტიკეტების განხილვის მიზნით.
3. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილი და ონლაინ პორტალი უნდა მოიცავდნენ პირველი დანართის, შესაბამისად, 1-ლ და მე-2 პუნქტებში მოცემულ ინფორმაციას, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილმა უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 აბზაცში მოცემული კრიტერიუმები და პირველი დანართის მე-4 პუნქტში მოცემული ფუნქციონალური კრიტერიუმები.
4. პროდუქტის მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილი უნდა ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისა და კომისიისთვის და ის უნდა შეიცავდეს პირველი დანართის მე-3 პუნქტში მოცემულ ინფორმაციას, მათ შორის, ამ მუხლის მე-5 აბზაცში მითითებული ტექნიკური დოკუმენტაციის კონკრეტულ ნაწილებს. შესაბამისობის ნაწილმა უნდა დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-7 და მე-8 აბზაცებში მოცემული კრიტერიუმები და პირველი დანართის მე-4 პუნქტში მოცემული ფუნქციონალური კრიტერიუმები.
5. ტექნიკური დოკუმენტაციის ის სავალდებულო კონკრეტული ნაწილები, რომლებიც მიმწოდებელმა უნდა შეიტანოს მონაცემთა ბაზაში, უნდა მოიცავდნენ მხოლოდ შემდეგს:
(a) მოდელის ზოგადი აღწერა, საკმარისი მისი არაორაზროვანი და მარტივი იდენტიფიცირებისათვის;
(b) მითითებები გამოყენებული ჰარმონიზებულ სტანდარტებზე ან გაზომვის სხვა სტანდარტებზე;
(c) უსაფრთხოების ის წინასწარი კონკრეტული ზომები, რომლებიც უნდა მიღებულ იქნეს მოდელის აწყობის, მონტაჟის, მუშა მდგომარეობაში მოყვანის ან გამოცდისას;
(d) მოდელის გაზომილი ტექნიკური პარამეტრები;
(e) გაზომილი პარამეტრებით ჩატარებული გაანგარიშებები;
(f) გამოცდის პირობები, თუ ისინი ბ პუნქტში არასაკმარისადაა აღწერილი.
დამატებით, მიმწოდებელს უფლება აქვს, ტექნიკური დოკუმენტაციის დამატებითი ნაწილები ნებაყოფლობით ატვირთოს მონაცემთა ბაზაში.
6. როცა მონაცემები, მე-5 აბზაცში მოცემულის გამოკლებით, ან ის მონაცემები, რომლებიც მიუწდომელია მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში, საჭირო გახდებოდა ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებისთვის ან/და კომისიისთვის წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მათი ამოცანების შესასრულებლად, მათ უნდა შეძლონ მათი მოპოვება მიმწოდებლისგან, მოთხოვნის საფუძველზე.
7. პროდუქტის მონაცემთა ბაზა უნდა შედგეს შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
(a) მიმწოდებლისა და მონაცემთა ბაზის სხვა მომხმარებლებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის მინიმუმამდე შემცირება;
(b) მომხმარებლებზე ორიენტირებულობა და ხარჯების ეფექტურობა; და
(c) ზედმეტი რეგისტრაციის ავტომატურად თავიდან აცილება.
8. მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილი უნდა შედგეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
(a) დაცვა განუზრახველი გამოყენებისგან და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა უსაფრთხოების მკაცრი ზომებით;
(b) ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპზე დამყარებული წვდომის უფლებები;
(c) პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულაცია (EC) No 45/2001-ის და დირექტივა 95/46/EC-ის შესაბამისად, გარემოებებიდან გამომდინარე;
(d) მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა მოქმედების სფეროში, მონაცემთა უფრო დიდი ერთობლიობის ასლის გადაღების თავიდან ასაცილებლად;
(e) მონაცემებზე წვდომის მიკვლევადობა მიმწოდებლისთვის მის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით.
9. მონაცემები მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში უნდა დამუშავდეს კომისიის გადაწყვეტილების (EU, ევორატომი) 2015/443 შესაბამისად[6]. კერძოდ, უნდა გამოყენებულ იქნეს კომისიის გადაწყვეტილების (EU, ევროატომი) 2017/46[7] კონკრეტული კიბერუსაფრთხოების ზომები და მისი განმახორციელებელი წესები. კონფიდენციალურობის დონეში უნდა აისასხოს ის შედეგობრივი ზიანი, რომელიც წარმოიშვება არაუფლებამოსილი პირებისთვის მონაცემთა გამჟღავნებიდან.
10. მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს წვდომა და რედაქტირების უფლებები იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას შეჰყავს პროდუქტის მონაცემთა ბაზაში მე-4 მუხლის 1-ი და მე-2 პუნქტების მიხედვით. ცვლილებების შესახებ ჩანაწერი უნდა შეინახოს ბაზრის კვლევის მიზნებისთვის, ნებისმიერი რედაქტირების თარიღების მუდმივი მონიტორინგით.
11. მომხმარებლებს, რომლებიც იყენებენ პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილს, უნდა შეეძლოს ადვილად მოახდინონ იმ საუკეთესო ენერგიის კლასის იდენტიფიცირება, რომელიც გაჯერებულია თითოეული პროდუქტის ჯგუფისთვის, და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეადარონ მოდელის მახასიათებლები და აირჩიონ ყველაზე ენერგოეფექტური პროდუქტები.
12. კომისიას უნდა მიეცეს უფლებამოსილება, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით განსაზღვროს პროდუქტის მონაცემთა ბაზის საოპერაციო დეტალები. მე-14 მუხლით გათვალისწინებულ საკონსულტაციო ფორუმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 18(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა