1. იმ შემთხვევაში, როცა ერთი წევრი სახელმწიფოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს აქვთ საკმარისი მიზეზი იმის სავარაუდოდ, რომ წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული პროდუქტი საფრთხეს უქმნის წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესების დაცვის ასპექტებს, მაგალითად, გარემოს დაცვით და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებს, მათ შესაბამის პროდუქტთან მიმართებაში უნდა ჩაატარონ შეფასება და მოიცვან ამ საფრთხის შესაბამისი ენერგო ეტიკეტირების ყველა მოთხოვნა, რომლებიც მოცემულია წინამდებარე რეგულაციაში ან შესაბამის დელეგირებულ აქტში. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლებმა და დილერებმა უნდა ითანამშრომლონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან ამ შეფასების მიზნით.
2. იმ შემთხვევაში, როცა პირველ აბზაცში მითითებული შეფასების პროცესში ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები აღმოაჩენენ, რომ პროდუქტი არ შეესაბამება წინამდებარე რეგულაციით ან შესაბამის დელეგირებულ აქტში განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ დაუყოვნებლად უნდა მოითხოვონ მიმწოდებლის, ან საჭიროების შემთხვევაში, დილერისგან ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედების განხორციელება პროდუქტის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის ბაზრიდან გამოსათხოვად, ან საჭიროების შემთხვევაში, მისი გონივრულ ვადაში უკან გასაწვევად, იმ რისკის ხასიათის თანაზომიერად, რაც მათ შეიძლება განსაზღვრონ.
რეგულაცია (EC) No 765/2008-ის 21-ე მუხლი ვრცელდება ამ აბზაცში მითითებულ ზომებზე.
3. იმ შემთხვევაში, როცა ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები მიიჩნევენ, რომ მე-2 აბზაცში მითითებული შეუსაბამობის შემთხვევა არ შემოიფარგლება მათი ეროვნული ტერიტორიით, მათ კომისიას და დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს უნდა აცნობონ შეფასებისა და იმ მოქმედების შედეგების შესახებ, რომლის განხორციელებაც მათ მოსთხოვეს მიმწოდებელს ან დილერს.
4. მიმწოდებელმა ან საჭიროების შემთხვევაში, დილერმა უნდა უზრუნველყონ, რომ მე-2 აბზაცის შესაბამისად განხორციელდეს ყველა შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედება ან შემზღუდველი ქმედება იმ ყველა შესაბამისი პროდუქტის შემთხვევაში, რომლებიც მათ მთელს ევროკავშირში ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადა.
5. იმ შემთხვევაში, როცა მიმწოდებელი ან საჭიროების შემთხვევაში,დილერი არ ახორციელებს სათანადო მაკორექტირებელ ქმედებას მე-2 აბზაცში მითითებულ პერიოდში, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი დროებითი ზომა თავიანთ ეროვნულ ბაზარზე პროდუქტის ხელმისაწვდომობის ასაკრძალად ან შესაზღუდად, პროდუქტის ამ ბაზრიდან ამოსაღებად ან გასაწვევად.
6. ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს უნდა დაუყოვნებლივ აცნობონ მე-5 აბზაცის შესაბამისად. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა ხელმისაწვდომ დეტალს, კერძოდ, შემდეგს:
შეუსაბამო პროდუქტის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი მონაცემები;
პროდუქტის წარმოშობა;
სავარაუდო შეუსაბამობის ხასიათი და მასთან დაკავშირებული რისკი;
ეროვნულ დონეზე მიღებული ზომების ხასიათი და ხანგრძლივობა და მიმწოდებლის ან საჭიროების შემთხვევაში, დილერის მიერ წამოყენებული არგუმენტები.
კერძოდ, ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებმა უნდა მიუთითონ, შეუსაბამობა გამოწვეულია თუ არა იმით, რომ პროდუქტი ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე რეგულაციაში მოცემული საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასპექტებთან თუ მე-13 მუხლში, რომლითაც ხდება შესაბამისობის პრეზუმფციის გადაცემა, მითითებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებში მოცემულ ნაკლოვანებებთან.
7. წევრმა სახელმწიფოებმა, იმ წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, რომელიც იწყებს პროცედურას, დაუყოვნებლად უნდა აცნობოს კომისიას და დანარჩენ წევრ სახელმწიფოებს ნებისმიერი მიღებული ზომების და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რომელიც უკავშირდება შესაბამისი პროდუქტის შეუსაბამობას, და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან შეტყობინებულ ეროვნულ დონეზე არსებულ ზომას- მათი უარის შესახებ.
8. იმ შემთხვევაში, როცა მე-6 აბზაცში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 60 დღეში ან წევრი სახელმწიფო ან კომისია წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით უარს არ განაცხადებს, ეს ღონისძიება გამართლებულად უნდა ჩაითვალოს.
9. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი შესაბამისი შემზღუდველი ზომების, როგორებიცაა, მაგალითად, მათ ბაზრიდან პროდუქტის ამოღება, შესაბამის პროდუქტთან მიმართებაში დაუყოვნებლად მიღებ