1. იმ შემთხვევაში, როცა მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მოცემული პროცედურების დასრულებისას უარი გამოითქმება წევრ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომის წინააღმდეგ, ან როცა კომისია ეროვნულ დონეზე არსებულ ზომას ევროკავშირის კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს კონსულტაცია წევრ სახელმწიფოსთან და მიმწოდებელთან ან საჭიროების შემთხვევაში, დილერთან და შეაფასოს ეროვნულ დონეზე არსებული ზომა.
ამ შეფასების შედეგების საფუძველზე, კომისიამ განმახორციელებელი აქტის მეშვეობით უნდა გადაწყვიტოს, ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულია თუ არა, და მას შეუძლია დააყენოს წინადადება შესაბამისი ალტერნატიული ღონისძიების შესახებ. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს მე-18(2) მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
2. კომისიამ თავისი გადაწყვეტილებით უნდა მიმართოს ყველა წევრ სახელმწიფოს და ის დაუყოვნებლად უნდა გადასცეს მათ და შესაბამის მიმწოდებელს ან დილერს.
3. თუ ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულად ჩაითვლება, ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეუსაბამო პროდუქტი ამოღებულ იქნეს მათი ბაზრიდან, და კომისიას ამის შესახებ უნდა აცნობოს. თუ ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გაუმართლებლად მიიჩნევა, შესაბამისმა წევრმა სახელმწიფომ ეს ზომა უკან უნდა გაიწვიოს.
4. იმ შემთხვევაში, როცა ეროვნულ დონეზე არსებული ზომა გამართლებულად მიიჩნევა და პროდუქტის შეუსაბამობა უკავშირდება წინამდებარე რეგულაციის მე-9(6) მუხლში მითითებულ ჰარმონიზებულ სტანდარტებში არსებულ ხარვეზებს, კომისიამ უნდა გამოიყენოს რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროცედურა.
5. მაკორექტირებელი ან შემზღუდველი ღონისძიებები მე-9 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ან მე-9 პუნქტის ან მე-10(3) მუხლის მიხედვით უნდა გავრცელდეს შეუსაბამო მოდელის ან მისი ექვივალენტური მოდელების ყველა ნიმუშებზე, იმ ნიმუშების გამოკლებით, რომელთა შესაბამისობასაც მიმწოდებელი დაადასტურებ