1. 2019 წლის 1 იანვრიდან, მიმწოდებელმა ბაზარზე დელეგირებული აქტით გათვალისწინებული ახალი მოდელის ნიმუშის განთავსებამდე პროდუქტის მონაცემთა ბაზის საჯარო და შესაბამისობის ნაწილებში უნდა შეიტანოს ინფორმაცია ამ მოდელისთვის, როგორც ეს მოცემულია პირველ დანართში.

2. იმ შემთხვევაში, როცა დელეგირებული აქტით გათვალისწინებული მოდელების ნიმუშების ბაზარზე განთავსება ხდება 2017 წლის 1 აგვისტოსა და 2019 წლის 1 იანვარს შორის პერიოდში, მიმწოდებელმა 2019 წლის 30 ივნისისთვის პროდუქტის მონაცემთა ბაზაში უნდა შეიტანოს ინფორმაცია, რომელიც მოცემულია პირველ დანართში, ამ მოდელებთან დაკავშირებით.

პროდუქტის მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეტანამდე, მიმწოდებელმა ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ინსპექტირებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებიდან ან კომისიიდან მიღებული მოთხოვნიდან 10 დღეში.

3. მიმწოდებელს უფლება აქვს, პროდუქტის მონაცემთა ბაზაში შეიყვანოს ინფორმაცია მოდელებისთვის, როგორც ეს მოცემულია პირველ დანართში, რომლის ნიმუშები ექსკლუზიურად განთავსდა ბაზარზე 2017 წლის 1 აგვისტომდე.

4. ის პროდუქტი, რომლისთვისაც ხდება ის ცვლილებები, რომლებიც შეესაბამება ეტიკეტს ან პროდუქტის საინფორმაციო ბარათს, უნდა ჩაითვალოს ახალ მოდელად. მიმწოდებელმა მონაცემთა ბაზაში უნდა მიუთითოს, თუ როდის აღარ განათავსებს ის მოდელის ნიმუშებს ბაზარზე.

5. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 აბზაცებში მითითებული ვალდებულებები არ ვრცელდება კომისიის დელეგირებული რეგულაციებში (EU) No 811/2013[3], (EU) No 812/2013[4] and (EU) 2015/1187[5] მითითებული გამათბობლების შეფუთვებზე იმ შემთხვევაში, როცა ამ შეფუთვებისთვის ეტიკეტების უზრუნველყოფა მხოლოდ დილერის პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

6. ბაზარზე მოდელის საბოლოო ნიმუშის განთავსების შემდეგ, მიმწოდებელმა ამ მოდელთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა შეინახოს პროდუქტის მონაცემთა ბაზის შესაბამისობის ნაწილში 15 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როცა მიზანშეწონილია პროდუქტის ვარგისობის ვადასთან დაკავშირებით, უფრო მოკლე შენახვის ვადა შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მე-16(3) მუხლის რ პუნქტის შესაბამისად. მონაცემთა ბაზის საჯარო ნაწილში არსებული ინფორმაცია არ უნდა იქნეს ამოღებულ