1. რეგულაცია (EC) No 765/2008-ის მე-16-29-ე მუხლები ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით.

2. კომისიამ უნდა წაახალისოს და ხელი შეუწყოს თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას ბაზრის ზედამხედველობის შესახებ პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით იმ წევრი სახელმწიფოების ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ბაზრის ზედამხედველობაზე ან ევროკავშირის ბაზარზე შემავალი პროდუქტების კონტროლზე, და მათსა და კომისიას შორის, მათ შორის, ეკოდიზაინისა და ენერგო ეტიკეტირების შესახებ ეკოდიზაინის საკითხებზე მომუშავე ადმინისტრაციული თანამშრომლობის ჯგუფების (AdCos)უფრო მჭიდროდ ჩართვით.

ინფორმაციის ეს გაცვლა აგრეთვე უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გამოცდის შედეგები მიუთითებენ იმაზე, რომ პროდუქტი შეესაბამება წინამდებარე რეგულაციას და შესაბამის დელეგირებულ აქტს.

3. წევრი სახელმწიფოების ბაზრის ზედამხედველობის ზოგადი პროგრამები ან კონკრეტული დარგობრივი პროგრამები, შექმნილი რეგულაცია -ის მე-18 მუხლის შესაბამისად, უნდა მოიცავდნენ მოქმედებებს წინამდებარე რეგულაციის ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად.

4. კომისიამ, ეკოდიზაინისა და ენერგო ეტიკეტირების შესახებ ადმინისტრაციული თანამშრომლობის ჯგუფების კომისიასთან თანამშრომლობით უნდა შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები წინამდებარე რეგულაციის აღსრულებისთვის, კერძოდ, პროდუქტის გამოცდისთვის საუკეთესო პრაქტიკებთან და ბაზრის ზედამხედველობის ეროვნულ ორგანოებსა და კომისიას შორის ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით.

5. ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ, მიმწოდებლისგან ამოიღონ დოკუმენტის ინსპექტირებისა და პროდუქტის ფიზიკური გამოცდის ხარჯები წინამდებარე რეგულაციასთან ან შესაბამის დელეგირებულ აქტებთან შეუსაბამობის შემთხვევაშ