1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ბაზარზე განთავსებულ პროდუქტებს თითოეული ცალკეული პროდუქტს შემთხვევაში, თან ახლდეს, უფასოდ, დაბეჭდილი ზუსტი ეტიკეტები და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათები წინამდებარე რეგულაციის და შესაბამისი დელეგირებული აქტების შესაბამისად.

პროდუქტთან ერთად პროდუქტის საინფორმაციო ბარათის მიწოდების ალტერნატივის სახით, მე-16(3) მუხლის თ პუნქტში მითითებული დელეგირებული აქტებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, რომ მიმწოდებლისთვის საკმარისია ამ პროდუქტის საინფორმაციო ბარათის პარამეტრების შეყვანა პროდუქტის მონაცემთა ბაზაში. ამ შემთხვევაში, მიმწოდებელმა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათი ნაბეჭდი ფორმით, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა მიაწოდოს დილერს.

დელეგირებული აქტებით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს ეტიკეტის დაბეჭდვა პროდუქტის შეფუთვაზე.

2. მიმწოდებელმა დილერს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები მე-11(13) მუხლის შესაბამისად, და პროდუქტის საინფორმაციო ბარათები უნდა მიაწოდოს უფასოდ, სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში ხუთ სამუშაო დღეში დილერის თხოვნით.

3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თავის მიერ მიწოდებული ეტიკეტებისა და პროდუქტის საინფორმაციო ბარათების სიზუსტე და წარადგინოს სიზუსტის შესაფასებლად საკმარისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

4. მოდელის ნიმუშის ამოქმედებისთანავე, მიმწოდებელმა უნდა მოითხოვოს ცალსახა თანხმობა კლიენტისგან იმ ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომლის შენატანასაც აპირებენ ნიმუშში განახლებების მეშვეობით, რომელიც საზიანო იქნებოდა ამ ნიმუშის ენერგო ეფექტიანობის ეტიკეტის პარამეტრებისთვის, როგორც ეს მოცემულია შესაბამის დელეგირებულ აქტში. მიმწოდებელმა მომხმარებელს უნდა აცნობოს პარამეტრების განახლებისა და მათში ცვლილებების, მათ შორის, ეტიკეტის კლასში ნებისმიერი ცვლილების მიზანი. პროდუქტის ექსპლუატაციის საშუალო ვადის პროპორციული პერიოდით, მიმწოდებელმა მომხმარებელს უნდა მისცეს განახლებაზე უარის თქმის ოფცია ფუნქციონალურობის თავიდან აცილებადი ზარალის გარეშე.

5. მიმწოდებელმა ბაზარზე არ უნდა განათავსოს ის პროდუქტები, რომლებიც შექმნილია ისე, რომ მოდელის სამუშაო მახასიათებელი ავტომატურად იცვლება გამოცდის პირობებში იმ ნებისმიერი პარამეტრის უფრო ხელსაყრელი დონის მიღწევის მიზნით, რომელიც მოცემულია შესაბამის დელეგირებულ აქტში ან შეტანილია ამ პროდუქტთან ერთად წარდგენილ ნებისმიერ დოკუმენტაციაშ