მიმწოდებელმა და დილერმა უნდა:

(a)          მითითება გააკეთონ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასზე და ეფექტიანობის კლასების დიაპაზონზე, რომელიც მისაწვდომია ეტიკეტზე კონკრეტული მოდელის ვიზუალურ რეკლამებში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალებში შესაბამისი დელეგირებული აქტის მიხედვით;

(b)          ითანამშრომლონ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებთან და განახორციელონ დაუყოვნებლივი მოქმედება წინამდებარე რეგულაციასა და შესაბამის დელეგირებულ აქტებში მოცემულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ნებისმიერი შემთხვევის გამოსასწორებლად, რომელიც მათი პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება, თავისი საკუთარი ინიციატივით ან მაშინ, როცა ამის გაკეთებას მოითხოვენ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოები;

(c)          დელეგირებული აქტებით გათვალისწინებული პროდუქტებისთვის, არ უზრუნველყოს ან გამოფინოს სხვა ეტიკეტები, ნიმუშები, სიმბოლოები ან წარწერები, რომლებიც არ შეესაბამებიან წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებს და შესაბამის დელეგირებულ აქტებს, თუ ასე მოქცევა სავარაუდოდ შეცდომაში შეიყვანდა ან დააბნევდა მომხმარებლებს გამოყენების დროს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით;

(d)          დელეგირებული აქტებით არ გათვალისწინებული პროდუქტებისთვის, არ მიაწოდონ ან გამოფინონ ის ეტიკეტები, რომლებიც ბაძავენ წინამდებარე რეგულაციით და შესაბამისი დელეგირებული აქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს;

(e)          არა ენერგომოხმარების პროდუქტებისთვის, არ მიაწოდონ ან გამოფინონ ის ეტიკეტები, რომლებიც ბაძავენ წინამდებარე რეგულაციით ან დელეგირებული აქტებით გათვალისწინებულ ეტიკეტებს.

პირველი ქვეაბზაცის დ პუნქტმა გავლენა არ უნდა მოახდინოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ეტიკეტებზე, თუკი ესეტიკეტები არაა გათვალისწინებული დელეგირებული აქტები