1. წევრმა სახელმწიფოებმა თავის ტერიტორიებზე არ უნდა შეაფერხონ ბაზარზე იმ პროდუქტების განთავსება ან ექსპულატაციაში გაშვება, რომლებიც შეესაბამებიან წინამდებარე რეგულაციას და შესაბამის დელეგირებულ აქტებს.
2. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ წახალისების ფორმებს დელეგირებულ აქტში აღნიშნული პროდუქტისთვის, ამ წახალისების ფორმების სამიზნე უნდა იყოს ენერგო ეფექტიანობის ორი უმაღლესი, მნიშვნელოვნად გაჯერებული კლასი ან უფრო მაღალი კლასები, როგორც ეს მოცემულია ამ დელეგირებულ აქტში.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეტიკეტების შემოღებას და ეტიკეტების მასშტაბის შეცვლას თან ახლდეს საგანმანათლებლო და სარეკლამო საინფორმაციო კამპანიები ენერგო ეტიკეტირების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებლებთან და დილერებთან თანამშრომლობით. კომისიამ მხარი უნდა დაუჭიროს თანამშრომლობას და საუკეთესო პრაქტიკების გაცვლას ამ კამპანიებთან დაკავშირებით, მათ შორის, საერთო საკვანძო შეტყობინებების რეკომენდირების მეშვეობით.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ წინამდებარე რეგულაციისა და დელეგირებული აქტების დარღვევების მიმართ მოქმედი ჯარიმების და აღსრულების მექანიზმების წესები და მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომელიც აუცილებელია მათი განხორციელების უზრუნველსაყოფად. სანქციები უნდა იყოს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. უნდა ჩაითვალოს, რომ ის წესები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტივა 2010/30/EU-ის მე-15 მუხლის მოთხოვნებს, აკმაყოფილებენ ამ აბზაცის მოთხოვნებს ჯარიმებთან დაკავშირებით.
წევრმა სახელმწიფოებმა 2017 წლის 1 აგვისტოსთვის კომისიას უნდა აცნობონ პირველ ქვეაბზაცში მითითებული ის წესები, რომლებიც ადრე არ ეცნობა კომისიას, და უნდა შეუფერხებლად აცნობონ კომისიას იმ ნებისმიერი შემდგომი შესწორების შესახებ, რომლებიც მათზე ახდენენ გავლენა