1. დილერმა უნდა:
(a) გამოფინოს, ხილვადი ფორმით, მათ შორის, ონლაინ დისტანციური გაყიდვებისთვის, მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილი ან ის ეტიკეტი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მე-2 აბზაცის შესაბამისად შესაბამისი დელეგირებული აქტით გათვალისწინებული მოდელის ნიმუშებისთვის; და
(b) მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მათ შორის, მოთხოვნის შემთხვევაში, ფიზიკური ფორმით რეალიზაციის პუნქტში.
2. იმ შემთხვევაში, როცა მე-3(1) მუხლის მიუხედავად, დილერს ეტიკეტი არ გააჩნია, მან ის უნდა სთხოვოს მიმწოდებელს მე-3(2) მუხლის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, როცა მე-3(1) მუხლის მიუხედავად, დილერს არ აქვს პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მან ის უნდა სთხოვოს მიმწოდებელს მე-3(2) მუხლის შესაბამისად; ან თუ ის ასე აირჩევს, ზემოაღნიშნული ბარათი ელექტრონული ჩვენებისთვის დაბეჭდოს ან გადმოწეროს პროდუქტის მონაცემთა ბაზიდან, თუ ეს ფუნქციები შესაბამისი პროდუქტისთვის ხელმისაწვდომი