წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის, გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
(1) „ენერგომოხმარების პროდუქტი“ ანუ „პროდუქტი“ ნიშნავს საქონელს ან სისტემას, რომელსაც ზემოქმედება აქვს ენერგომოხმარებაზე გამოყენების დროს, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, მათ შორის, ნაწილები, რომლებსაც ზემოქმედება აქვთ ენერგომოხმარებაზე გამოყენების დროს, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში მომხმარებლებისთვის და რომლებიც განკუთვნილია პროდუქტებში ჩართვისთვის;
(2) „პროდუქტების ჯგუფი“ ნიშნავს იმ პროდუქტების ჯგუფს, რომლებსაც ერთი და იგივე ძირითადი ფუნქციონალურობა გააჩნიათ;
(3) „სისტემა“ ნიშნავს რამდენიმე საქონლის კომბინაციას, რომლებიც, როცა ერთობლივად ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას მოსალოდნელ გარემოში და რომლის ენერგო ეფექტიანობა შეიძლება შემდეგ განისაზღვროს, როგორც ერთი ერთეული;
(4) „მოდელი“ ნიშნავს პროდუქტის ვერსიას, რომლის ყველა ნიმუშს აქვს ერთი და იგივე ტექნიკური მახასიათებელი, რომელიც შეესაბამება ეტიკეტს და პროდუქტის საინფორმაციო ბარათს და ერთი და იგივე მოდელის იდენტიფიკატორი;
(5) „მოდელის იდენტიფიკატორი“ ნიშნავს კოდს, როგორც წესი, ანბანურ-ციფრულს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტს განასხვავებს იმავე საფირმო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელის მქონე სხვა მოდელებისგან;
(6) „ექვივალენტური მოდელი“ ნიშნავს მოდელს, რომელსაც აქვს ეტიკეტის შესაბამისი ერთი და იგივე ტექნიკური მახასიათებლები და ერთი და იგივე პროდუქტის საინფორმაციო ბარათი, მაგრამ რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან ექსპლუატაციაში შესულია ერთი და იგივე მიმწოდებლის მიერ, როგორც განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორის მქონე სხვა მოდელი;
(7) „ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ნიშნავს პროდუქტის მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე გასავრცელებლად ან მოსახმარებლად კომერციული საქმიანობის პროცესში, იქნება ეს გადასახადის სანაცვლოდ თუ უსასყიდლოდ;
(8) „ბაზარზე განთავსება“ ნიშნავს ევროკავშირის ბაზარზე პროდუქტის პირველად ხელმისაწვდომობას;
(9) „ექსპლუატაციაში გაშვება“ ნიშნავს პროდუქტის პირველად გამოყენებას ევროკავშირის ბაზარზე მისი მიზნობრივი დანიშნულებით;
(10) „მწარმოებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც აწარმოებს პროდუქტს ან აპროექტებინებს ან აწარმოებინებს პროდუქტს, და ის ბაზარზე გააქვს თავისი სახელით ან სავაჭრო ნიშნით;
(11) „უფლებამოსილი წარმომადგენელი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც მიიღო წერილობითი მანდატი მწარმოებლისგან, რათა იმოქმედოს მისი სახელით განსაზღვრულ ამოცანებთან მიმართებაში;
(12) „იმპორტიორი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც მესამე ქვეყნიდან პროდუქტს ათავსებს ევროკავშირის ბაზარზე;
(13) „დილერი“ ნიშნავს საცალო მოვაჭრეს ან სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პროდუქტებს გასაყიდად, გასაქირავებლად ან განვადებით ყიდვა-გაყიდვისთვის სთვაზობს ან უჩვენებს მომხმარებლებს ან მემონტაჟეებს კომერციული საქმიანობის პროცესში, იქნება ეს გადასახადის სანაცვლოდ თუ მის გარეშე;
(14) „მიმწოდებელი“ ნიშნავს ევროკავშირში დაფუძნებულ მწარმოებელს, მწარმოებლის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელიც დაფუძნებულია ევროკავშირში, ან იმპორტიორს, რომელიც პროდუქტს ათავსებს ევროკავშირის ბაზარზე;
(15) „დისტანციური გაყიდვები“ ნიშნავს გაყიდვის, გაქირავების ან განვადებითი ყიდვა-გაყიდვის შეთავაზებას საფოსტო შეკვეთით, ინტერნეტით, ტელემარკეტინგით ან რაიმე იმ სხვა მეთოდით, რომლითაც მოსალოდნელი არაა, რომ პოტენციური მომხმარებელი ნახავს გამოფენილ პროდუქტს;
(16) „მომხმარებელი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ყიდულობს, ქირაოვს ან იღებს პროდუქტს საკუთარი მოხმარებისთვის, იმის მიუხედავად, ის მოქმედებს თუ არა მისი ვაჭრობის, ბიზნეს საქმიანობის ან პროფესიის მიღმა არსებული მიზნებისთვის;
(17) „ენერგო ეფექტიანობა“ ნიშნავს შესრულების, მომსახურების, საქონლის ან ენერგიის გამომუშავების თანაფარდობას ენერგიის შეყვანასთან;
(18) „ჰარმონიზებული სტანდარტი“ ნიშნავს სტანდარტს, რომელიც განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს რეგულაცია (EU) No 1025/2012-ის მე-2(1) მუხლის გ პუნქტში ;
(19) „ეტიკეტი“ ნიშნავს გრაფიკულ დიაგრამას, დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით, მათ შორის, ჩაკეტილი შკალა მხოლოდ A-დან G-მდე ასოების გამოყენებით; ამასთან, თითოეული ასო წარმოადგენს ერთ კლასს და თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დანაზოგებს, შვიდი სხვადასხვა ფერით- მუქი მწვანედან წითლამდე, რათა მომხმარებლებს ეცნობოთ ენერგო ეფექტიანობისა და ენერგომოხმარების შესახებ; ის მოიცავს მასშტაბშეცვლილ ეტიკეტებს და უფრო მცირე კლასებისა და ფერების მქონე ეტიკეტებს მე-11 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების შესაბამისად;
(20) „მასშტაბის შეცვლა“ ნიშნავს პროცედურას, რომელიც კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის ეტიკეტზე ენერგიის კლასის მიღწევის მოთხოვნებს უფრო ამკაცრებს;
(21) „მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი“ ნიშნავს კონკრეტული პროდუქტის ჯგუფის ეტიკეტს, რომელმაც გაიარა მასშტაბის შეცვლა და რომელიც განსხვავდება ეტიკეტებისგან მასშტაბის შეცვლამდე და ამავე დროს, ინარჩუნებს ყველა ეტიკეტის ვიზუალურ და შეგრძნებად შეთანხმებულობას;
(22) „პროდუქტის საინფორმაციო ბარათი“ ნიშნავს სტანდარტულ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს პროდუქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაბეჭდილი ან ელექტრონული ფორმით;
(23) „ტექნიკური დოკუმენტაცია“ ნიშნავს იმ დოკუმენტაციას, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებს მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ეტიკეტის სიზუსტე და პროდუქტის პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ბარათი, მათ შორის, გამოცდის ოქმები ან მსგავსი ტექნიკური მტკიცებულება;
(24) „დამატებითი ინფორმაცია“ ნიშნავს დელეგირებულ აქტში აღნიშნულ ინფორმაციას პროდუქტის ფუნქციონარლური და გარემოსდაცვითი მახასიათებლების შესახებ;
(25) „პროდუქტის მონაცემთა ბაზა“ ნიშნავს მონაცემთა ნაკრებს პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელიც დალაგებულია სისტემატიზირებული სახით და შედგება მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო ნაწილისგან, სადაც ცალკეული პროდუქტის პარამეტრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონული საშუალებებით, ხხელმისაწვდომობის ონლაინ პორტალით, და შესაბამისობის ნაწილისგან, რომელსაც აქვს მკაფიოდ განსაზღვრული მისაწვდომობა და უსაფრთხოების მოთხოვნები;
(26) „სისწორეზე შემოწმებისას დასაშვები ცდომილებები“ ნიშნავს სისწორეზე შემოწმების იმ გამოცდების გაზომვისა და გაანგარიშების შედეგებიდან მაქსიმალურად დასაშვებ გადახვევას, რომლებიც ტარდება ბაზრის ზედამხედველობის ორგანოების მიერ ან მათი ზედამხედველობით, გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრების ღირებულებებთან შედარებით, ლაბორატორიათაშორისი გამოკვლევიდან წარმოშობილი გადახვევის ასახვი