1. რაც შეეხება მე-4 და მე-5 აბზაცებში მითითებულ პროდუქტების ჯგუფებს, კომისიამ უნდა მოახდინოს იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა, რომლებიც ძალაში იყო 2017 წლის 1 აგვისტოს მე-4 და მე-5 აბზაცების და მე-8-12 აბზაცების მიხედვით.

მე-16(3) მუხლის ბ პუნქტში მოცემული ენერგიისა და ხარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვის მიღწევის მოთხოვნებიდან გადახვევით, იმ შემთხვევაში, როცა მასშტაბის შეცვლით ეს დაზოგვა ვერ მიიღწევა, მან უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, ერთგვაროვანი A-G შკალა.

2. იმ შემთხვევაში, როცა ეტკეტი არ არსებობს პროდუქტის ჯგუფისთვის 2017 წლის 1 აგვისტოს, კომისიას უფლება აქვს, მე-8-12 აბზაცების მიხედვით, შემოიღოს ეტიკეტები.

3. კომისიას უფლება აქვს, დამატებით მოახდინოს იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა, რომელთა რეშკალირება განხორციელდა 1-ი აბზაცის შესაბამისად ან რომლებიც შემოღებულ იქნა მე-2 აბზაცის შესაბამისად იმ შემთხვევაში, როცა სრულდება მე-6 აბზაცის ა ან ბ პუნქტით განთვალისწინებული პირობები, ან მე-8-12 აბზაცების მიხედვით.

4. ერთგვაროვანი A-G შკალის უზრუნველსაყოფად, კომისიამ 2023 წლის 2 აგვისტოსთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღებით იმ პროდუქტების ჯგუფებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ დირექტივა 2010/30/EU-ის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტები, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ გამოფენის მიზნით, წინამდებარე რეგულაციის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტების ძალაში შესვლის თარიღიდან 18 თვეში.

იმ პროდუქტის ჯგუფების თანმიმდევრობის განსაზღვრისას, რომელთა მასშტაბის შეცვლა უნდა განხორციელდეს, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს უმაღლეს კლასებში არსებული პროდუქტების პროპორცია.

5. მე-4 აბზაციდან გამონაკლისის სახით, კომისიამ უნდა:

(a)          წარადგინოს განხილვები იმ პროდუქტის ჯგუფებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია დელეგირებული რეგულაციებით (EU) No 811/2013, (EU) No 812/2013 და (EU) 2015/1187, 2025 წლის 2 აგვისტოსთვის, მათი მასშტაბის შეცვლის მიზნით, დასაჭიროების შემთხვევაში, 2026 წლის 2 აგვისტოსთვის, მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შევსების მიზნით, A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღებით.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის დელეგირებული აქტები, რომლებითაც ხდება A-G მასშტაბშეცვლილი ეტიკეტების შემოღება, უნდა მიღებულ იქნეს არაუგვიანეს 2030 წლის 2 აგვისტოსი.

(b)          2018 წლის 2 ნოემბრისთვის მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, რათა შეავსოს წინამდებარე რეგულაცია A-G რეშკალირებული ეტიკეტების შემოღებით იმ პროდუქტების ჯგუფებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ კომისიის დელეგირებული რეგულაციები (EU) No 1059/2010 , (EU) No 1060/2010 , (EU) No 1061/2010 , (EU) No 1062/2010 და (EU) No 874/2012 და დირექტივა 96/60/EC, მათი ძალაში შესვლის თარიღიდან 12 თვეში.

6. რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებისთვისაც კომისიას შეუძლია დამატებით მოახდინოს ეტიკეტების მასშტაბის შეცვლა მე-3 აბზაცის მიხედვით, კომისიამ უნდა განიხილოს ეტიკეტი მასშტაბის შეცვლის მიზნით, თუ მისი წინასწარი შეფასებით:

(a)          ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული პროდუქტის ჯგუფს მიკუთვნებული მოდელის ნიმუშების 30% განეკუთვნება უმაღლესი ენერგოეფექტიანობის კლას A-ს და შეიძლება მოსალოდნელი იყოს დამატებითი ტექნოლოგიური განვითარება; ან

(b)          ევროკავშირის ბაზარზე გაყიდული პროდუქტის ჯგუფს მიკუთვნებული მოდელის ნიმუშების 50 % განეკუთვნება უმაღლესი ენერგოეფექტიანობის ორ კლასს- A-ს და B-ს და შეიძლება მოსალოდნელი იყოს დამატებითი ტექნოლოგიური განვითარება.

7. კომისიამ უნდა განახორციელოს ექსპერტული შესწავლა, თუ მისი წინასწარი შეფასებით, მე-6 აბზაცის პუნქტების ა ან ბ პირობები სრულდება.

თუ, კონკრეტული პროდუქტის ჯგუფისთვის, ეს პირობები არ სრულდება შესაბამისი დელეგირებული აქტის ძალაში შესვლის თარიღიდან რვა წლის განმავლობაში, კომისიამ უნდა დაადგინოს, რომელმა ბარიერებმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუშალა ხელი ეტკეტს მისი როლის შესრულებაში.

ახალი ეტიკეტების შემთხვევაში, მან უნდა განახორციელოს მოსამზადებელი შესწავლა სამუშაო გეგმაში მოცემული პროდუქტის ჯგუფების საორიენტაციო სიის საფუძველზე.

კომისიამ უნდა დაასრულოს ექსპერტული შესწავლა, და შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, დელეგირებული აქტის წინასწარი ვერსია წარუდგინოს საკონსულტაციო ფორუმს 36 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კომისიის წინასწარი შეფასებით, მე-6 აბზაცის პუნქტებში ა ან ბ მითითებული პირობები სრულდება. საკონსულტაციო ფორუმმა უნდა განიხილოს წინასწარი და ექსპერტული შესწავლა.

8. ეტიკეტის შემოღების ან მასშტაბის შეცვლის შემთხვევაში, კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსალოდნელი არ იყოს რომელიმე პროდუქტის შესვლა ენერგიის კლას A-ში ეტიკეტის შემოღების მომენტში და ის სავარაუდო დრო, რომლის განმავლობაშიც მოდელების უმრავლესობა შედის ამ კლასში, იყოს, სულ მცირე, 10 წლით გვიან.

9. მე-8 აბზაციდან გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა ტექნოლოგიის უფრო სწრაფად განვითარებაა მოსალოდნელი, მოთხოვნები ისე უნდა განისაზღვროს, რომ არ იყოს პროდუქტების შესვლა ენერგიის კლასებში A და B ეტიკეტის შემოღების მომენტში.

10. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული პროდუქტის ჯგუფისთვის, ენერგო კლასებს E, F ან G მიკუთვნებული მოდელები აღარ დაიშვება ბაზარზე განსათავსებლად ან ექსპლუატაციაში შესაყვანად, დირექტივა 2009/125/EC-ის მიხედვით მიღებული ეკოდიზაინის განმახორციელებელი ზომის გამო, შესაბამისი კლასი ან კლასები უნდა ნაჩვენები იქნეს ეტიკეტზე ნაცრისფრად, როგორც ეს აღნიშნულია შესაბამის დელეგირებულ აქტში. ნაცრისფერი კლასების მქონე ეტიკეტი ვრცელდება მხოლოდ იმ ახალი პროდუქტის ნიმუშებზე, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში.

11. იმ შემთხვევაში, როცა ტექნიკური მიზეზებით შეუძლებელია ენერგიის იმ შვიდი კლასის განსაზღვრა, რომლებიც შეესაბამებიან მნიშვნელოვან ენერგო- და ხარჯების დანაზოგებს მომხმარებლის პერსპექტივიდან, შესაძლებელია, რომ ეტიკეტი, მე-2 მუხლის მე-14 პუნქტიდან გამონაკლისის სახით, უფრო ნაკლები რაოდენობის კლასებს შეიცავდეს. ამ შემთხვევებში, უნდა შენარჩუნდეს ეტიკეტის მუქი მწვანედან წითელ სპექტრამდე.

12. კომისიამ უნდა განახორციელოს მისთვის ამ მუხლით მე-16 მუხლის შესაბამისად გადაცემული უფლებამოსილებები და ვალდებულებები.

13. იმ შემთხვევაში, როცა 1-ი ან მე-3 აბზაცის მიხედვით ხდება ეტიკეტის რეშკალირება:

(a) მიმწოდებელმა პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას როგორც არსებული, ისე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები და პროდუქტის საინფორმაციო ბარათები უნდა მიაწოდოს დილერს ვადით, რომელიც იწყება რეშკალირებული ეტიკეტის ჩვენების დაწყებისთვის შესაბამის დელეგირებულ აქტში მოცემული ვადამდე ოთხი თვით ადრე.

ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, თუ არსებული და მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი მოითხოვენ მოდელის განსხვავებულ გამოცდას, მიმწოდებელს უფლება აქვს აირჩიოს, რომ არ მიაწოდოს არსებული ნიმუში ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში გაშვებული მოდელების ნიმუშებთან ერთად შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ ვადამდე ოთხ თვიან პერიოდში მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დასაწყებად, თუ იმავე მოდელს ან ეკვივალენტურ მოდელებს მიკუთვნებული არც ერთი ნიმუში არ იყო განთავსებული ბაზარზე ან არ იყო ექსპლუატაციაში შეყვანილი ოთხთვიანი პერიოდის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, დილერმა ამ თარიღამდე ეს ნიმუშები გასაყიდად არ უნდა შესთავაზოს. მიმწოდებელმა შესაბამის დილერს ამ შედეგის შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს, მათ შორის, როცა მას ეს ნიმუშები შეაქვს დილერების მიმართ თავის შეთავაზებებში.

(b) მიმწოდებელმა ბაზარზე განთავსებული ან ექსპლუატაციაში შეყვანილი პროდუქტებისთვის, ოთხ თვიან პერიოდამდე, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი დილერის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარადგინოს მე-3(2)მუხლის შესაბამისად, როგორც ამ პერიოდის დასაწყისიდან. ამ პროდუქტებისთვის, დილერმა უნდა მოიპოვოს რეშკალირებული ეტიკეტი მე-5(2) მუხლის შესაბამისად.

ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით:

(i) იმ დილერს, რომელსაც არ შეუძლია მოიპოვოს მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი ამ პუნქტის პირველი ქვეაბზაცის მიხედვით მის მარაგში უკვე არსებული ნიმუშებისთვის იმის გამო, რომ მიმწოდებელმა შეწყვიტა თავისი საქმიანობა, უნდა დაერთოს ნება, ეს ნიმუშები მხოლოდ არა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტით გაყიდოს შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ თარიღამდე ცხრა თვემდე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დაწყებისთვის; ან

(ii) თუ არა მასშტაბშეცვლილი და მასშტაბშეცვლილი ეტიკეტი მოითხოვს მოდელის განსხვავებულ გამოცდას, მიმწოდებელი თავისუფლდება რეშკალირებული ეტიკეტის მიწოდების ვალდებულებისგან იმ ნიმუშებისთვის, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში ოთხ თვიან პერიოდამდე, თუ ერთსა და იმავე მოდელს მიკუთვნებული ნიმუშები ან ექვივალენტური ნიმუშები არ თავსდება ბაზარზე ან გაიშვება ექსპლუატაციაში ოთხ თვიანი პერიოდის დაწყების შემდეგ. ამ შემთხვევაში, დილერს ნებართვა უნდა მიეცეს, ეს ნიმუშები გაყიდოს მხოლოდ არა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტით შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნულ თარიღამდე ცხრა თვემდე მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დაწყებისთვის.

(a) დილერმა უნდა შეცვალოს იმ პროდუქტებზე არსებული ეტიკეტები, რომლებიც გამოფენილია როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტებით შესაბამის დელეგირებულ აქტში აღნიშნული თარიღიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში, მასშტაბშეცვლილი ეტიკეტის გამოფენის დასაწყებად. დილერმა მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები არ უნდა გამოფინოს ამ თარიღამდე.

ამ აბზაცის ა, ბ და გ პუნქტებიდან გამონაკლისის სახით, მე-16(3) მუხლის ე პუნქტში მითითებული დელეგირებული აქტებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კონკრეტული წესები შეფუთვაზე დაბეჭდილი ენერგო ეტიკეტებისთვი