კომისიამ, მე-14 მუხლში მითითებულ საკონსულტაციო ფორუმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, უნდა შეადგინოს გრძელვადიანი სამუშაო გეგმა, რომელიც უნდა გასაჯაროვდეს. სამუშაო გეგმაში უნდა მოცემულ იქნეს იმ პროდუქტის ჯგუფების საორიენტაციო სია, რომლებიც მიიჩნევიან პრიორიტეტებად დელეგირებული აქტების მისაღებად. სამუშაო გეგმაში აგრეთვე უნდა შემუშავდეს პროდუქტის ჯგუფების ეტიკეტების გადასინჯვისა და მასშტაბის შეცვლის გეგმები მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ ეტიკეტების მასშტაბის შეცვლის გამოკლებით, რომლებიც ძალაში იყო 2017 წლის 1 აგვისტოს, რომლებისთვისაც რეშკალირება გათვალისწინებულია წინამდებარე რეგუალციის მე-11 მუხლით.

კომისიამ საკონსულტაციო ფორუმთან პერიოდული კონსულტაციის გავლის შემდეგ სამუშაო გეგმა უნდა განაახლოს. სამუშაო გეგმა შეიძლება კომბინირებულ იქნეს დირექტივა 2009/125/EC-ის მე-16 მუხლით მოთხოვნილ სამუშაო გეგმასთან და უნდა განხილულ იქნეს სამ წელიწადში ერთხელ.

კომისიამ უნდა ყოველწლიურად აცნობოს ევროპარლამენტსა და საბჭოს სამუშაო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახე