1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2. მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება კომისიას ენიჭება 2017 წლის 1 აგვისტოდან ექვსი წლის ვადით. კომისიამ უნდა შეადგინოს ანგარიში უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ექვსწლიანი პერიოდის დასრულებამდე არაუგვიანეს ცხრა თვით ადრე. უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად უნდა გაგრძელდეს იდენტური ხანგრძლივობის ვადებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო გამოხატავს წინააღმდეგობას ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით თითოეული ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვით ადრე.
3. მე-11 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-16 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა დელეგირება შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს ევროპარლამენტის ან საბჭოს მიერ. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ზემოაღნიშნული ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. ის გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი ნებისმიერი დელეგირებული აქტის მოქმედებაზე.
4. დელეგირებული აქტის მიღებამდე, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ექსპერტებთან 2016 წლის 13 აპრილის უკეთესი კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინსტიტუტთაშორის შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად. წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა კონსულტაცია უნდა გაიმართოს მე-14 მუხლის შესაბამისად კონსულტაციის შემდეგ.
5. დელეგირებულ აქტის მიღებისთანავე, კომისიამ ერთდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.
6. მე-11 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების და მე-16 მუხლის თანახმად მიღებული დელეგირებული აქტი ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ მათთვის შეტყობინებიდან ორი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო აცნობებენ ევროკომისიას, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან მას. ევროპარლამენტის ან საბჭოს ინიციატივით, ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი თვი