1. დირექტივა 2010/30/EEC ცხადდება ძალადაკარგულად 2017 წლის 1 აგვისტოდან.
2. მითითებები გაუქმებულ დირექტივაზე უნდა განიმარტოს, როგორც მითითებები წინამდებარე რეგულაციაზე და ისინი უნდა წაკითხულ იქნეს მე-2 დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის მიხედვით.
3. მოდელებისთვის, რომელთა ნიმუშები ბაზარზე განთავსდა ან ექსპლუატაციაში შევიდა დირექტივა 2010/30/EU-ის მიხედვით 2017 წლის 1 აგვისტომდე, მიმწოდებელმა იმ პერიოდით, რომელიც სრულდება ბოლო ნიმუშის წარმოებიდან ხუთი წლის შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ინსპექტირებისთვის ბაზრის ზედამხედველობის ორგანოებიდან ან კომისიიდან მიღებული თხოვნიდან 10 დღის განმავლობაში.
4. დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლისა და დირექტივა 96/60/EC-ის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტები ძალაში უნდა დანრჩნენ წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის შესაბამისად მიღებული დელეგირებული აქტით გაუქმებამდე, რომელიც მოიცავს შესაბამის პროდუქტის ჯგუფს.
წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული ვალდებულებები გამოიყენება იმ პროდუქტის ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც გათვალისწინებულია დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტებით, და დირექტივა 96/60/EC-ით.
5. დირექტივა 2010/30/EU-ის მე-10 მუხლის მიხედვით მიღებული დელეგირებული აქტებით, ან დირექტივა 96/60/EC-ით უკვე გათვალისწინებული პროდუქტის ჯგუფებთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, როცა კომისია იღებს დელეგირებულ აქტებს წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით, დირექტივა 2010/30/EU-ით დადგენილი ენერგოეფექტიანობის კლასიფიკაციიის გამოყენება, წინამდებარე რეგულაციის მე-16(3) მუხლის ბ პუნქტიდან გამონაკლისის სახით, შეიძლება გაგრძელდეს იმ თარიღამდე, როცა გამოყენებადი ხდება ის დელეგირებული აქტები, რომლებსაც შემოაქვთ მასშტაბშეცვლილი ეტიკეტები წინამდებარე რეგულაციის მე-11 მუხლის მიხედვი