1. წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავისი საქმიანობის განხორციელებისას, კომისიამ წინამდებარე რეგულაციის მე-16 მუხლის მიხედვით მიღებულ თითოეულ დელეგირებულ აქტთან და მე-12(12) მუხლის მიხედვით მიღებულ თითოებულ განმახორციელებელ აქტთან მიმართებაში უნდა უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისა და პროდუქტის ჯგუფით დაინტერესებული შესაბამისი მხარეების, მაგალითად, მრეწველობის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეებისა და კუსტარული წარმოების, პროფესიული კავშირების, მოვაჭრეების, საცალო მოვაჭრეების, იმპორტიორების, გარემოს დაცვის ჯგუფებისა და მომხმარებელთა ორგანიზაციების თანაზომიერი მონაწილეობა. ამ მიზნით, კომისიამ უნდა შექმნას საკონსულტაციო ფორუმი, სადაც ეს მხარეები შეიკრიბებიან. საკონსულტაციო ფორუმის კომბინირება უნდა მოხდეს დირექტივა 2009/125/EC-ის მე-19 მუხლში მითითებულ საკონსულტაციო ფორუმთან.
2. საჭიროების შემთხვევაში, დელეგირებული აქტების მომზადებისას კომისიამ უნდა გამოსცადოს ეტიკეტების დიზაინი და შინაარსი კონკრეტული პროდუქტის ჯგუფებისთვის ევროკავშირის მომხმარებლების წარმომადგენლობით ჯგუფებთან, რათა უზრუნველყოს მათ მიერ ეტიკეტების მკაფიოდ გაგებ