1.
მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ერთობლივ ფორუმს მათი ტერიტორიების ფარგლებში არსებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან, მათ შორის ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფის (ჯგუფების) წევრებისა და ფართო საზოგადოების მონაწილეობით, რათა შედგეს დიალოგი წინამდებარე შეთანხმების მდგრადი განვითარების საკითხებზე. მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ შესაბამისი ინტერესების დაბალანსებულ წარმომადგენლობას, მათ შორის დამსაქმებელთა დამოუკიდებელი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების, დასაქმებულთა, გარემოსდაცვითი ინტერესებისა და ბიზნეს ჯგუფების, აგრეთვე საჭიროებისამებრ სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.
2.
ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმი მოწვეულ იქნება წელიწადში ერთხელ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეები შეთანხმდებიან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის მუშაობაზე არაუგვიანეს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლისა.
3.
მხარეებმა უნდა წარადგინონ განახლებული ინფორმაცია წინამდებარე თავის განხორცილებასთან დაკავშირებით ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის წინაშე. ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმის შეხედულებები და მოსაზრებები უნდა წარედგინოს მხარეებს და გასაჯაროვდე