1.
მხარემ  ამ შეთანხმების 2
34-ე მუხლის მეორე პუნქტის  შესაბამისად კონსულტაციის საჭიროების შესახებ მოთხოვნის გაგზავნიდან 90 დღის შემდეგ შესაძლებელია მოითხოვოს ექსპერტთა პანელის მოწვევა საკითხის შესასწავლად, რომელიც სამთავრობო კონსულტაციების შედეგად  არადამაკმაყოფილებელად იქნა გადაწყვეტილი.

2.
ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) მე-3 ნაწილის (დავების მოგვარების პროცედურები)  ქვენაწილი 1 (საარბიტრაჟო პროცესი), ქვენაწილი 3 (საერთო დებულებები) და 2
61-ე მუხლის დებულებები ისევე, როგორც პროცედურული წესები წინამდებარე შეთანხმების დანართ X
VI-ში და ამ შეთანხმების დანართ X
VII-ში მოცემული  არბიტრებისა და მედიატორების ქცევის კოდექსი (ქცევის კოდექსი) გამოიყენება, თუ ამ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.

3.
ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტმა აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან პირველ შეკრებაზე უნდა შეადგინოს სულ მცირე 15 პირისგან შემდგარი სია, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ როგორც ექსპერტებმა პანელის საქმიანობაში. თითოეულმა მხარემ ექსპერტებად უნდა წარმოადგინოს სულ მცირე 5 პიროვნება. მხარეებმა ასევე უნდა შეარჩიონ სულ მცირე 5 პიროვნება, რომლებიც არ არიან მხარეების მოქალაქეები და რომლებსაც შეუძლიათ დაიკავონ ექსპერტთა პანელის თავჯდომარის პოზიცია. ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული სიის ამ დონეზე შენარჩუნებას.

4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სია უნდა შედგებოდეს პირებისაგან, რომლებსც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ თავთან დაკავშირებულ იურიდიულ, შრომით ან გარემოსდაცვით საკითხებზე ან საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში წარმოჭრილი დავების გადაწყვეტასთან მიმართებაში.
ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი, უნდა იმოქმედონ პირადი კომპეტენციის ფარგლებში და სადავო საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა იღებდნენ რომელიმე ორგანიზაციიდან ან მთავრობიდან მოქმედების ინსტრუქციებს, არ უნდა იყვნენ დაკავშირებული რომელიმე მხარის მთავრობასთან  და  შეესაბამებოდნენ წინამდებარე შეთანხმების X
VII დანართს.

5.
წინამდებარე თავის ფარგლებში წამოჭრილ საკითხებთან მიმართებაში ექსპერტთა პანელი უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სიის მიხედვით წინამდებარე შეთანხმების 24
1-ე მუხლისა და X
VI დანართში მოცემული წესებისა და პროცედურების ნაწილის მე-8 წესის შესაბამისად.

6.
ექსპერტთა პანელმა შესაძლოა მოიძიოს ინფორმაცია და რჩევა რომელიმე მხარის, ადგილობრივი მრჩეველთა ჯგუფის (ჯგუფების) ან ნებისმიერი სხვა წყაროს მეშვეობით, რომელსაც მიიჩნევს სათანადოდ. წინამდებარე შეთანხმების 22
1-ე  და  2
22-ე მუხლებთან დაკავშირებულ მრავალმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხებთან მიმართებაში  პანელმა შესაძლოა მოიძიოს ინფორმაცია  და რჩევა  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ან მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების (MEAs) ორგანოებიდან.

7.
ექსპერტთა პანელმა ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება კვლევა ფაქტებზე დაყრდნობით, შესაბამისი დებულებების გამოყენების შესაძლებლობები და დასაბუთებული ახსნა-განმარტება მის მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნისა და რეკომენდაციებისა. მხარეებმა ანგარიში უნდა გაასაჯაროონ მომზადებიდან 15 დღის განმავლობაში.

8.
მხარეებმა უნდა განიხილონ ექსპერტთა პანელის ანგარიშისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განსახორციელებელი ღონისძიებები. დაინტერესებულმა მხარემ უნდა აცნობოს თავის მრჩეველთა ჯგუფებს და მეორე მხარეს  განსახორციელებელ ნებისმიერ ქმედებებეთან ან ზომებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ ანგარიშის გასაჯაროებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.  ექსპერტთა პანელის ანგარიშისა და რეკომენდაციების განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი. მრჩეველთა  ორგანოებსა და ერთობლივ სამოქალაქო საზოგადოების დიალოგის ფორუმს ამასთან დაკავშირებით შეუძლიათ წარუდგინონ დაკვირვების შედეგები ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტს.

თავი 14

დავების მოგვარება

ნაწილი 1

მიზანი და მოქმედების სფე