1.
თუ მხარეთა შორის დავა ამ შეთანხმების 2
38-ე მუხლში მოცემული კონსულტაციებით ვერ გადაწყდება, კონსულტაციების ინიციატორ მხარეს შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად მოითხოვოს საარბიტრაჟო პანელის შექმნა.
2.
საარბიტრაჟო პანელის შექმნის წერილობითი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს მეორე მხარესა და სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს ვაჭრობის საკითხებზე, რომელიც შექმნილია ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით. განმცხადებელმა მხარემ მოთხოვნაში უნდა მიუთითოს განსახილველი ღონისძიება და ის, თუ როგორ არის ეს ღონისძიება ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლში მითითებულ დებულებებთან შეუსაბამო ისე, რომ ეს საკმარისი იყოს საჩივრის სამართლებრივი საფუძვლის ნათლად წარმოჩენისთვი