1.
შექმნიდან არაუგვიანეს90 დღისა საარბიტრაჟო პანელი მხარეებს წარუდგენს შუალედურ ანგარიშს, რომელიც უნდა შეიცავდეს დადგენილ ფაქტებს, დასკვნებს შესაბამისი დებულებების გამოყენებაზე და დადგენილებებისა და რეკომენდაციების მიღების ძირითად მიზეზებს. როდესაც საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარე ამ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს, ის წერილობით აცნობებს მხარეებს და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე- 3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს დაგვიანების მიზეზებს და თარიღს, როდესაც პანელი შუალედური ანგარიშის წარდგენას გეგმავს. შუალედური ანგარიშის წარდგენა არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადასცილდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 120 დღეს. შუალედური ანგარიში არ განსაჯაროვდება.
2.
შეტყობინების მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო პანელს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა შუალედური ანგარიშის კონკრეტული ასპექტების გადახედვის თაობაზე.
3.
გადაუდებელი შემთხვევებისას, მათ შორის მალფუჭებად საქონელთან ან სეზონურ საქონელთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევებისას, საარბიტრაჟო პანელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შუალედური ანგარიში წარმოადგინოს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 45 დღეში ან ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს60 დღისა. მხარეს შეუძლიათ პანელს წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა შუალედური ანგარიშის კონკრეტული ასპექტების გადახედვის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 7 დღის განმავლობაში.
4.
მას შემდეგ, რაც საარბიტრაჟო პანელი მხარეების წარდგენილ წერილობით კომენტარებს განიხილავს, მას შეუძლია ცვლილებები შეიტანოს საკუთარ ანგარიშში და განახორციელოს იმგვარი შემდგომი მოკვლევა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. პანელის საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მოიცავდეს: იმ არგუმენტების საკმარის განხილვას, რაც შუალედური ანგარიშის ეტაპზე იქნა წამოყენებული და ნათლად უნდა პასუხობდეს მხარეთა შეკითხვებსა და არგუმენტებს.
5.
ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-11 თავთან (ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში) დაკავშირებული დავის არსებობისას, რომელსაც ერთი მხარე გადაუდებლად მიიჩნევს ბუნებრივი აირის, ნავთობის ან ელექტროენერგიის გადაზიდვის სრული ან ნაწილობრივი შეფერხების ან შეფერხების საფრთხის გამო, შუალედური ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს საარბიტრაჟო პანელის შექმნიდან 20 დღეში და ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით წარდგენილი ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაკეთდეს წერილობითი ანგარიშის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. საარბიტრაჟო პანელს ასევე შეუძლია გადაწყვიტოს, რომ არ გამოსცეს შუალედური ანგარიშ