შეუსრულებლობის შემთხვევაში დავის
მოგვარებისთვის მიღებული დროებითი საშუალებები
1.
თუ მოპასუხე მხარე გონივრული ვადის გასვლამდე საარბიტრაჟო პანელს არ შეატყობინებს პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიღებული რაიმე ზომის შესახებ, თუ საარბიტრაჟო პანელი დაადგენს, რომ მიღებული არაა რაიმე ზომა, ან რომ ამ შეთანხმების 2
48-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მიღებული ზომა მხარის ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლით დადგენილ ვალდებულებებთან შეუსაბამოა, მოპასუხე მხარემ, განმცხადებელი მხარის მოთხოვნით და მასთან კონსულტაციების შემდეგ, უნდა შეთავაზოს დროებითი კომპენსაცია.
2.
თუ განმცხადებელი მხარე გადაწყვეტს, არ მოითხოვოს დროებითი კომპენსაცია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, თუ მოთხოვნა წაყენებული იყო, მაგრამ გონივრული ვადის დასრულებიდან ან პანელის მიერ ამ შეთანხმების 2
48-ე მუხლის მიხედვით ზომების არარსებობის ან ზომების 2
37-ე მუხლთან შეუსაბამობის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში შეთანხმება კომპენსაციაზე ვერ იქნა მიღწეული, განმცხადებელ მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარისა და ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმისთვის შეტყობინების გაგზავნით შეაჩეროს ამ შეთანხმების 245-ე მუხლში მითითებული ნებისმიერი დებულებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესაბამისი ოდენობით, რაც უთანაბრდება დარღვევით გამოწვეულ გაუქმებას ან შეზღუდვას. შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეჩერებული ვალდებულებების ოდენობის შესახებ. განმცხადებელ მხარეს შეუძლია ვალდებულებების შეჩერება განახორციელოს მოპასუხე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოპასუხე მხარემ ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით არბიტრაჟი მოითხოვა.
3.
ვალდებულებების შეჩერებისას, განმცხადებელ მხარეს შეუძლია გაზარდოს თავისი სატარიფო განაკვეთები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვა წევრ სახელმწიფოთა მიმართ დადგენილ დონემდე ვაჭრობის იმ მოცულობაზე, რაც განისაზღვრება იმგვარად, რომ ვაჭრობის მოცულობა გამრავლებული ტარიფის გაზრდის ოდენობაზე უთანაბრდება დარღვევით გამოწვეულ გაუქმებას ან შეზღუდვას.
4.
თუ მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შეჩერების დონე არ არის შეზღუდვით გამოწვეული დარღვევის ეკვივალენტური, მას შეუძლია თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს წერილობით მოსთხოვოს ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. ამგვარი მოთხოვნა განმცხადებელ მხარეს და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა ეცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული 10-დღიანი პერიოდის გასვლამდე. თავდაპირველმა პანელმა ვალდებულების შეჩერების დონეზე თავისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებსა და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა შეატყობინოს მოთხოვნის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში. პანელის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარის ვალდებულებები არ უნდა შეიზღუდოს და ნებისმიერი შეზღუდვა შესაბამისობაში უნდა იყოს პანელის გადაწყვეტილებასთან.
5.
ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერება და კომპენსაცია დროებითია და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს მას შემდეგ, რაც:
(a)
მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას ამ შეთანხმების 2
54-ე მუხლის მიხედვით; ან
(b)
მხარეები შეთანხმდებიან, რომ ამ შეთანხმების 2
48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით შეტყობინებული ზომით მოპასუხე მხარის ქმედება მოყვანილ იქნა შესაბამისობაში 2
37-ე მუხლის დებულებებთან; ან
(c)
ყველა ის ზომა, რომელიც შეუთავსებელი იყო 2
37-ე მუხლის დებულებებთან, გაუქმებულია ან შესწორებულია ისე, რომ ამ დებულებებთან შესაბამისობაში მოდის, როგორც ეს ამ შეთანხმების 2
48-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით არის დადგენილ