შეუსრულებლობის
გამო დავის მოგვარების დროებითი საშუალებების გამოყენების
შემდეგ
გადაწყვეტილების
შესრულების მიზნით
მიღებული
ზომების
გადახედვა
1.
ვალდებულებების შეჩერების ან დროებითი კომპენსაციის განხორციელების შემდეგ, მოპასუხე მხარემ განმცხადებელ მხარეს და ამ შეთანხმების 354 -ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა შეატყობინოს იმ ზომების შესახებ, რომელიც მან საარბიტრაჟო პანელის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით მიიღო. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, განმცხადებელმა მხარემ დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერება შეტყობინების მიღებიდან 30 დღეში უნდა გააუქმოს. იმ შემთხვევებში, როდესაც კომპენსაცია იქნა გამოყენებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მოპასუხე მხარეს შეუძლია ასეთი კომპენსაციის განხორციელება შეწყვიტოს საკითხის პანელის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის მოყვანის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან 30 დღეში.
2.
თუ მხარეები შეტყობინების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან იმის თაობაზე, მოჰყავს თუ არა მოპასუხე მხარის მიერ მიღებულ ზომას საკითხი ამ შეთანხმების 2
37-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში, განმცხადებელმა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება წერილობით უნდა მოსთხოვოს თავდაპირველ საარბიტრაჟო პანელს. ეს მოთხოვნა ერთდროულად უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარესა და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს. პანელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მხარეებსა და ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს უნდა აცნობოს მოთხოვნის წარდგენიდან 45 დღის განმავლობაში. თუ პანელი გადაწყვეტს, რომ მიღებულ ზომას საკითხი 2
37-ე მუხლის დებულებებთან შესაბამისობაში მოჰყავს, დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერება ან კომპენსაცია უნდა შეწყდეს. შესაბამის შემთხვევებში, განმცხადებელი მხარე ვალდებულია დათქმებისა და სხვა ვალდებულებების შეჩერების ოდენობა შეუთავსოს საარბიტრაჟო პანელის მიერ დადგენილ ოდენობა