მხარის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საარბიტრაჟო პანელს შეუძლია ნებისმიერი წყაროსგან, მათ შორის დავის მონაწილე მხარეებისგან, მოიპოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რასაც საჭიროდ თვლის საარბიტრაჟო პროცესისთვის. საარბიტრაჟო პანელს, თუ ის საჭიროდ თვლის, ასევე აქვს უფლება მიიღოს ექსპერტთა შეფასებები. ექსპერტთა შერჩევამდე, პანელმა კონსულტაციები უნდა გაიაროს მხარეებთან. მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს აქვთ უფლება პროცედურული წესების შესაბამისად პანელს წარუდგინონ „სასამართლოს მეგობრის“ - (amicus curiae) დასკვნები. ამ მუხლის მეშვეობით მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია უნდა ეცნობოს თითოეულ მხარეს და წარედგინოს კომენტარების გასაკეთებლა