1.
ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ამ შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა  უნდა შეადგინოს სულ მცირე 15 პირისგან შემდგარი სია, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ არბიტრობა. სია უნდა შედგებოდეს სამი ქვესიისგან: თითო ქვესია თითო მხარისთვის და ერთი ქვესია, რომელშიც შევლენ ის პირები, რომლებიც არ არიან არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და რომლებიც საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეობას გასწევენ. თითოეული ქვესია უნდა შეიცავდეს სულ მცირე 5 პირს. ვაჭრობის საკითხებზე  სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმმა უნდა უზრუნველყოს, რომ სია ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში შენარჩუნდეს.

2.
არბიტრებს უნდა გააჩნდეთ სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზებული ცოდნა და გამოცდილება. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, იმოქმედონ პირადი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მიიღონ ინსტრუქციები არცერთი ორგანიზაციის ან მთავრობისგან, არ უნდა იყვნენ რომელიმე მხარის მთავრობასთან დაკავშირებული და უნდა შეესაბამებოდნენ ამ შეთანხმების X
VII დანართში მოცემულ ქცევის კოდექსის მოთხოვნებს.

3.
ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს შეუძლია შეადგინოს იმ პირთა 12-კაციანი დამატებითი სია, რომლებსაც გააჩნიათ განათლება და გამოცდილება იმ სექტორებში, რომელსაც ეს შეთანხმება ფარავს. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ასეთი დამატებითი სიები გამოყენებული უნდა იქნეს ამ შეთანხმების 241-ე მუხლში გაწერილი პროცედურის მიხედვით საარბიტრაჟო პანელის შესაქმნელა