მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში
აღებულ
ვალდებულებებთან ურთიერთმიმართება
1.
ამ თავში მოცემული დავის მოგვარების მექანიზმისთვის მიმართვამ არ უნდა იქონიოს გავლენა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე, მათ შორის დავის მოგვარების პროცედურაზე.
2.
თუმცა, თუ მხარეს რომელიმე კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინიცირებული აქვს დავის მოგვარების პროცესი ამ თავის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების ფარგლებში, მას არ აქვს უფლება წამოიწყოს მეორე პროცესი იმავე ღონისძიებასთან დაკავშირებით, სანამ პირველი პროცესი არ დასრულდება. ამასთანავე, მხარეს არ აქვს უფლება დავების მოგვარების ორივე ორგანოში მოითხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც ამ თავისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების მიხედვით იდენტურია. იმ შემთხვევაში, როდესაც დავის მოგვარების პროცესი დაწყებულია, მხარეების მიერ ერთი ფორუმის არჩევა გამორიცხავს მეორეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩეული ფორუმი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივარზე აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, იურისდიქციის ან პროცედურული მიზეზების გამო.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის:
(a)
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცესი ინიცირებულად ითვლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულების მე-2 დანართში მოცემული დავების მოგვარების წესებისა და პროცედურის შესახებ შეთანხმების („დავების მოგვარების პროცედურა”) მე-6 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მხარის მიერ პანელის შექმნის მოთხოვნით, და დასრულებულად ითვლება, როდესაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების ორგანო დაამტკიცებს პანელის და სააპელაციო ორგანოს გადაწყვეტილებას დავების მოგვარების პროცედურის მე-16 მუხლისა და მე-17 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად; და
(b)
ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დავის მოგვარების პროცესი ინიცირებულად ითვლება ამ შეთანხმების 24
0-ე მუხლის მიხედვით მხარის მიერ საარბიტრაჟო პანელის შექმნის მოთხოვნით და დასრულებულად ითვლება, როდესაც საარბიტრაჟო პანელი ამ შეთანხმების 2
45-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს და
354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმს გადაუგზავნის თავის გადაწყვეტილებას.
4.
მხარეს ამ შეთანხმების არცერთმა დებულებამ არ უნდა შეუშალოს ხელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დავების მოგვარების ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვალდებულებების შეჩერების იმპლემენტაციაში. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეკრულება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხარისთვის ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულებების შეჩერებისთვის ხელის შეშლის მიზნი