მუხლი 266🔗
265-ე მუხლის გათვალისწინებით, მხარეები აღიარებენ და ვალდებულებას იღებენ, რომ შეასრულებენ საგადასახადო სფეროს კარგი მმართველობის პრინციპების, როგორებიცაა, მაგალითად, გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაცვლისა და სამართლიანი საგადასახადო კონკურენციის პრინციპებს. ამ მიზნით, მხარეები გააუმჯობესებენ საერთაშორისო თანამშრომლობას საგადასახადო სფეროში, ხელს შეუწყობენ კანონიერი საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირებას, და მიიღებენ ზომებს ზემოხსენებული პრინციპების ეფექტიანი შესრულებისათვი