(a)
ეროვნული სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება საფუძვლიანი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაზე, ადეკვატური მონაცემებისა და მეტამონაცემების წარმოებაზე, გავრცელების პოლიტიკასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულობაზე, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის გათვალისწინებით, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა მომხმარებლები;

(b)
მონაცემების მიწოდების დახვეწას, სათანადო საერთაშორისო მეთოდოლოგიების, მათ შორის, კლასიფიცირების მეთოდოლოგიის გამოყენების მეშვეობით;

(c)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების პროფესიული და მართვის შესაძლებლობების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს სტატისტიკის სტანდარტების გამოყენებას და წვლილს შეიტანს საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარებაში;

(d)
მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას სტატისტიკური „know-how“-ს განვითარების მიმართულებით; და

(e)
სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და გავრცელების ყველა პროცესის ხარისხის სრული მართვის ხელშეწყობა