1. თანამშრომლობა ასევე მიზნად ისახავს მგზავრთა და საქონლის გადაადგილების გაუმჯობესებას, საქართველოს, ევროკავშირსა და რეგიონის მესამე ქვეყნებს შორის სატრანსპორტო ნაკადების ზრდას, ადმინისტრაციული, ტექნიკური და სხვა ბარიერების მოხსნის გზით, სატრანსპორტო ქსელის დახვეწისა და ინფრასტრუქტურის განახლების მეშვეობით, კერძოდ, მხარეთა დამაკავშირებელ მთავარ სატრანსპორტო ქსელებში. ეს თანამშრომლობა მოიცავს საზღვრის გადაკვეთის ხელშემწყობ ქმედებებს.
2. თანამშრომლობა მოიცავს ინფორმაციის გაცვლასა და ერთობლივ ქმედებებს:
(a) რეგიონულ დონეზე, კერძოდ, ყურადღება გამახვილდება და ინტეგრირებული პროგრესი იქნება მიღწეული სხვადასხვა რეგიონული სატრანსპორტო თანამშრომლობის სქემის ფარგლებში, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრანსპორტო პანელი, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი (TRACECA), ბაქოს პროცესი და სხვა სატრანსპორტო ინიციატივები;
(b) საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა ეხება საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებს და მხარეთა მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებს; და
(c) ევროკავშირის სხვადასხვა სატრანსპორტო სააგენტოების ფარგლებში.