(a) მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფისა და ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;
(b) დარგობრივი სტრატეგიების განვითარება საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, წინამდებარე შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში განსაზღვრული საერთშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ასევე მოიცავს განრიგებს, იმპლემენტაციის ეტაპებს, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ფინანსურ გეგმებს;
(c) ინფრასტრუქტურული პოლიტიკის გაძლიერება ტრანსპორტის სხვადასხვა ტიპებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული პროექტების უკეთ იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის.
(d) დაფინანსების პოლიტიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია მოვლა-პატრონობაზე, შესაძლებლობის შემზღუდველ ფაქტორებზე და სატრანსპორტო ქსელების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის დანაკლისზე, ასევე სატრანსპორტო პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობის გააქტიურებასა და ხელშეწყობაზე;
(e) შესაბამის საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებში გაწევრიანება და შეთანხმებებთან მიერთება, საერთაშორისო სატრანსპორტო შეთანხმებებისა და კონვენციების მკაცრი შესრულებისა და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფის პროცედურების ჩათვლით;
(f) სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ტრანსპორტის ტექნოლოგიების განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა გონივრული სატრანსპორტო სისტემები; და
(g) გონივრული სატრანსპორტო სისტემებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა ტრანსპორტის ყველა შესაბამისი საშუალების მართვისა და ოპერირებისთვის, ასევე კოსმოსური სისტემებისა და ტრანსპორტის ხელშემწყობი კომერციული კომპიუტერული პროგრამების ინტერმოდალურობისა და თანამშრომლობის სფეროში დახმარებ