მუხლი 289🔗
მხარეები, inter alia, გაცვლიან ინფორმაციასა და პროფესიულ გამოცდილებას და განავითარებენ თანამშრომლობას, იმავდროულად მხედველობაში მიიღებენ სტატისტიკის სისტემის რეფორმის დროს უკვე დაგროვილ გამოცდილებას, რომელიც დაიწყო სხვადასხვა დახმარების პროგრამების ფარგლებში. ძალისხმევა მიმართული იქნება საქართველოს სტატისტიკის კანონმდებლობის ევროკავშირის სტატისტიკის კანონდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე დაყრდნობით, ევროპის სტატისტიკის სისტემის განვითარების გათვალისწინებით. სტატისტიკური მონაცემების წარმოების პროცესში აქცენტი გაკეთდება შერჩევითი გამოკვლევების შემდგომ დახვეწასა და ადმინისტრაციული ჩანაწერების გამოყენებაზე, იმავდროულად, მხედველობაში მიიღება საპასუხო რეაგირების ტვირთის შემსუბუქების საჭიროება. მონაცემები იქნება გამოსადეგი სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგისათვი