მუხლი 282🔗

მხარეები ასევე გააძლიერებენ და გააღრმავებენ თავიანთ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო სისტემისა და ადმინისტრირების განვითარებას, მათ შორის, გადასახადების შეგროვებისა და კონტროლის შესაძლებლობის გაძლიერებას, უზრუნველყოფენ გადასახადების ეფექტიან შეგროვებას და გაააქტიურებენ ბრძოლას საგადასახადო თაღლითობისა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ. მხარეები მიზნად ისახავენ, გააძლიერონ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ საბრძოლველად, კერძოდ კი დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) სისტემის ბოროტად გამოყენების კუთხით (კარუსელური თაღლითობა