(a)           ეროვნული სტატისტიკის სისტემის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც აქცენტი გაკეთდება საფუძვლიანი საკანონმდებლო ბაზის განვითარებაზე, ადექვატური მონაცემებისა და მეტამონაცემების წარმოებაზე, გავრცელების პოლიტიკასა და მომხმარებლებზე ორიენტირებულობაზე, მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფების გათვალისწინებით, კერძოდ, საჯარო და კერძო სექტორი, აკადემიური წრეები და სხვა მომხმარებლები;

(b)          საქართველოს სტატისტიკის სისტემის ევროპის სტატისტიკის სისტემასთან პროგრესული შესაბამისობის მიღწევას;

(c)           ევროკავშირისათვის მაქსიმალურად დაზუსტებული მონაცემების მიწოდება სათანადო საერთაშორისო და ევროპული მეთოდოლოგიების, მათ შორის, კლასიფიცირების მეთოდოლოგიის გამოყენების მეშვეობით;

(d)          სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლების პროფესიული და მართვის შესაძლებლობების ამაღლებას, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სტატისტიკის სტანდარტების გამოყენებას და წვლილს შეიტანს საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარებაში;

(e)           მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას სტატისტიკური „know-how“-ს განვითარების მიმართულებით; და

(f)            სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და გავრცელების ყველა პროცესის ხარისხის სრული მართვის ხელშეწყობა