(a)       სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემდგომი განვითარება და იმპლემენტაცია, რომელიც ეფუძნება მენეჯერული ანგარიშვალდებულების პრინციპს და მოიცავს ფუნქციონალურად დამოუკიდებელ შიდა აუდიტის სუბიექტებს მთელს საჯარო სექტორში, რაც განხორციელდება საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების, ასევე ევროკავშირის კარგი პრაქტიკის მეშვეობით, და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო  შიდა  ფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტის საფუძველზე;

(b)      სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტში შეიძლება აისახოს  მითითება იმის თაობაზე, განხორციელდება თუ არა ფინანსური ინსპექტირების სისტემა  და რა პირობების გათვალისწინებით, სადაც ამგვარი ფუნქცია საჩივრის არსებობით იქნება განპირობებული, შეავსებს და არ მოახდენს შიდა აუდიტის საქმიანობის დუბლირებას;

(c)       სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული ხედვის დოკუმენტით გათვალისწინებულ მონაწილეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

(d)      სახელმწიფო  შიდა ფინანსური კონტროლის ჰარმონიზაციის ცენტრის მხარდაჭერა და მისი კომპეტენციების გაძლიერება;

(e)       საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც საქართველოში წამყვანი აუდიტორული ინსტიტუტის, შემდგომი გაძლიერება დამოუკიდებლობის, ორგანიზაციული და აუდიტორული შესაძლებლობების, ფინანსური და ადამიანური რესურსების, ასევე, უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტის მიერ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) გარე აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით; და

(f)        ინფორმაციის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, inter alia, ამ სფეროებში პერსონალის გაცვლისა და ერთობლივი ტრეინინგის გზით.

თავი 3

დაბეგვ