1.      საქართველომ უნდა უზრუნველყოს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამისად დაახლოებული ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება და მიიღოს ნებისმიერი ზომა, რომელიც საჭიროა ევროკავშირის კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილების ეროვნული კანონმდებლობაში ასახვისთვის, ამ შეთანხმების 418-ე მუხლის შესაბამისად.

2.      ევროკავშირმა უნდა აცნობოს საქართველოს კომისიის ყველა იმ საბოლოო საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის იმ კანონმდებლობის მიღებას ან არსებულის ცვლილებას, რომელიც უკავშირდება ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამისად საქართველოზე დაკისრებულ დაახლოების ვალდებულებებს.

3.      საქართველომ ევროკავშირს უნდა აცნობოს ყველა იმ ქმედების, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივის და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესახებ, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამისად განსაზღვრულ საქართველოს დაახლოების ვალდებულებების შესრულებაზე.

4.      მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებმა უნდა განიხილონ მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ნებისმიერი ინიციატივის ან ქმედების ზეგავლენა ქართულ კანონმდებლობაზე ან ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამისად განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაზე.

5.      თუ ამ შეთანხმების 273-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული შეფასების შემდეგ საქართველო შეცვლის საკუთარ კანონმდებლობას ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 თავებით განსაზღვრული დაახლოების შესაბამისად მომხდარი ცვლილებების ასახვის მიზნით, ევროკავშირის მხარემ უნდა განახორციელოს ახალი შეფასება, ამ შეთანხმების 273-ე მუხლის შესაბამისად. თუ საქართველო განახორციელებს ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაახლოებული ქართული კანონმდებლობის განხორციელებასა და აღსრულებაზე, ევროკავშირს შეუძლია ახალი შეფასების განხორციელება ამ შეთანხმების 273-ე მუხლის შესაბამისად.

6.      აუცილებლობის შემთხვევაში, ევროკავშირის მიერ განხორციელებული შეფასების საფუძველზე, რომლის თანახმად საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ხდება მისი ეფექტიანად განხორციელება და აღსრულება, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული შეღავათები შეიძლება დროებით შეჩერდეს, თუ საქართველო არ მოახდენს მისი კანონმდებლობის დაახლოებას, ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განსაზღვრული დაახლოების ცვლილების ასახვისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული შეფასება აჩვენებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღარ არის დაახლოებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან ან ასოცირების საბჭო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განახლებაზე ევროკავშირის კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შესაბამისად.

7.      თუ ევროკავშირი აპირებს შეღავათების შეჩერებას, მან ამის შესახებ დროულად უნდა აცნობოს საქართველოს. საქართველომ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში შესაბამისი წერილობითი მიზეზების განმარტებით ამ საკითხით შეიძლება მიმართოს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით. მიმართვიდან 3 თვის ვადაში, ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა უნდა განიხილოს საკითხი. თუ საკითხი არ არის გადაცემული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტისთვის ან თუ მისი გადაწყვეტა ვერ ხდება კომიტეტის მიერ მიმართვიდან 3 თვის ვადაში, ევროკავშირს შეუძლია განახორციელოს შეღავათების შეჩერება. შეჩერება დროულად უნდა გაუქმდეს, თუ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი გადაწყვეტს საკითხ