1. ამ შეთანხმების IV კარით (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) განსაზღვრულ ვაჭრობასთან დაკავშირებულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შეფასების ხელშეწყობის მიზნით, ამ შეთანხმების 419-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტში, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან მის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში, რომელიც შექმნილია ამ შეთანხმების შესაბამისად, რეგულარულად და არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა განიხილონ დაახლოებაში მიღწეული პროგრესი წინასწარ განსაზღვრული ვადების მიხედვით, რომელიც მითითებულია ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 თავებში.
2. ევროკავშირის მოთხოვნის საფუძველზე და ამ განხილვის მიზნებისთვის, საქართველომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს ან მის ერთ-ერთ ქვეკომიტეტს უნდა მიაწოდოს წერილობითი ინფორმაცია დაახლოებაში მიღწეულ პროგრესზე და დაახლოებული ეროვნული კანონმდებლობის ეფექტიან განხორციელებასა და აღსრულებაზე, ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) შესაბამის თავებთან მიმართებით.
3. საქართველომ უნდა აცნობოს ევროკავშირს, როცა ის მიიჩნევს, რომ დაასრულა დაახლოება პირველ პუნქტში დასახელებული ერთ-ერთი თავის შესაბამისა