1. ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა, ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულმა ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა უნდა შეადგინოს სულ მცირე 15 პირისგან შემდგარი სია, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ არბიტრობა. სია უნდა შედგებოდეს სამი ქვე-სიისგან: თითო ქვე-სია თითო მხარისთვის და ერთი ქვე-სია, რომელშიც შევლენ ის პირები, რომლებიც არ არიან არცერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები და რომლებიც საარბიტრაჟო პანელის თავმჯდომარეობას გასწევენ. თითოეული ქვე-სია უნდა შეიცავდეს სულ მცირე 5 პირს. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რომ სია ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში შენარჩუნდეს.
2. არბიტრებს უნდა გააჩნდეთ სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზებული ცოდნა და გამოცდილება. ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, იმოქმედონ პირადი კომპეტენციის ფარგლებში, არ უნდა მიიღონ ინსტრუქციები არცერთი ორგანიზაციის ან მთავრობისგან, არ უნდა იყვნენ რომელიმე მხარის მთავრობასთან დაკავშირებული და უნდა შეესაბამებოდნენ ამ შეთანხმების XXI დანართში მოცემულ ქცევის კოდექსის მოთხოვნებს.
3. ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს შეუძლია შეადგინოს იმ პირთა 12 კაციანი დამატებითი სია, რომლებსაც გააჩნიათ განათლება და გამოცდილება იმ სექტორებში, რომელსაც ეს შეთანხმება ფარავს. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ასეთი დამატებითი სიები გამოყენებულ უნდა იქნას ამ შეთანხმების 249-ე მუხლში გაწერილი პროცედურის მიხედვით საარბიტრაჟო პანელის შესაქმნელა